სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წარმატებული დღე გელით. განსაკუთრებით, პროფესიულ სფეროში. თქვენს ნიჭს გავლენიანი ადამიანები შეამჩნევენ და თანამშრომლობას შემოგთავაზებენ. საოჯახო საქმეების მოგვარებაში ნათესავები დაგეხმარებიან.

კურო
დღეს ყველაზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ, ყველას სურს თქვენთან დამეგობრება. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.

ტყუპი
იყავით მეტად დაკვირვებული, განსაკუთრებით, საბუთებთან მუშაობისას. შუადღის შემდეგ მეტად დაისვენეთ, დაიხმარეთ ნათესავები საოჯახო საქმეების შესრულებაში. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

კირჩხიბი
ნებისმიერი სირთულის საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. რთულ სიტუაციაშიც კი იქნებით მშვიდი და გააზრებულად იმოქმედებთ. საღამოს სიურპრიზები გელით.

ლომი
წარმატებული და პოზიტიური დღე გელით. დღეს მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ, რათა კონკურენტებმა არ გადაგიბირონ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ დიდი ხნის ჩანაფიქრი. გაფრთხილდით, ცბიერმა ადამიანებმა თქვენი კეთილგანწყობით არ ისარგებლონ. საღამოს გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის.

სასწორი
საქმეების მიუხედავად, ცოტ-ცოტა დაისვენეთ და იოცნებეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მორიელი
დღევანდელი დღე ისე დაგემეთ, რომ გართობისთვისაც გამონახოთ დრო. სიურპრიზებით და საინტერესო შეხვედრებით მდიდარი დღე გელით. დახმარებისთვის გამოცდილი მეგობრების შეწუხება ნუ მოგერიდებათ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა როგორც ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ისე შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის.

თხის რქა
მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების გარემოცვაში. ვისაც ჰკითხავთ რჩევას, ვინც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. საღამოს მოიწყვეთ შოპინგი, დაესწარით წვეულებას.

მერწყული
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას იყავით დილომატიური. მოერიდეთ კრიტიკას კოლეგების მიმართ. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით, შეიძლება ახალი მეწყვილე გამოგიჩნდეთ.

თევზები
იყავით დაკვირვებული, გარშემო უამრავი საინტერესო რამ ხდება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა ახლობლებს ჰკითხეთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100