სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ნუ მოგერიდებათ გრძნობების გამოხატვის, განსაკუთრებით, საყვარელი ადამიანის მიმართ. საღამოს საოჯახო ვალდებულებებს სწრაფად გაუმკლავდებით.

კურო
დაიმახსოვრეთ, რომ ყველა პრობლემას ერთ დღეში ვერ გაუმკლავდებით. მეტად უნდა დაისვენოთ და გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვთ.

ტყუპი
რთულ საკითხებსაც კი მარტივად გაართმევთ თავს. თუმცა, საკუთარ თავს დასვენების, განტვირთვის უფლებაც მიეცით. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი
გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა. დააინტერესეთ ისინი თქვენი პროექტებით. დღის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას, საოჯახო საქმეების შესრულებას დაუთმეთ.

ლომი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ უსიამოვნებას პარტნიორებთან. კარგი დღეა შოპინგისთვის. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

ქალწული
სწრაფად მოაგვარეთ სამსახურის საქმეები და მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან ერთად გართობას. ცოტა ხნით მაინც დაივიწყეთ თვითკონტროლი და დილამდე იმხიარულეთ.

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. დღეს დახმარებისთვის ყველა მადლიერი დაგრჩებათ. საღამოს მონატრებულ მეგობრებს უმასპინძლეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

მორიელი
ნუ ეცდებით იყოთ ჯადოქარი და ყველა საქმე საუკეთესოდ შეასრულოთ. ზოგჯერ შეცდომებიც უნდა დაუშვათ. სამსახურის საქმეებს რომ მორჩებით, ოჯახის წევრებს წვეულება მოუწყვეთ.

მშვილდოსანი
იყავით გულახდილი გარშემო მყოფების მიმართ. სიკეთეს გამორჩენის მიზნით ნუ გააკეთებთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საყვარელი ადამიანი თქვენს მზრუნველობასა და სიყვარულს საჭიროებს.

თხის რქა
პოზიტიური და დასამახსოვრებელი დღე გელით. უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ მოსაგვარებელი, მაგრამ ფლირტსაც ნუ დაივიწყებთ. იყავით თამამი საყვარელ ადამიანთან.

მერწყული
ამბობენ, რომ წესები იმისთვის არსებობს, რომ ხანდახან მაინც დაარღვიოთ. საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღის შემდეგ იმხიარულეთ. თუმცა, საზოგადოებას შოკში ნუ ჩააგდებთ.

თევზები
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს დაისვენეთ. საოჯახო საქმეები კი ოჯახის წევრებს გადაუნაწილეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100