სექსის 14 მტერი - რა და ვინ უშლის ხელს ჯანსაღ ინტიმურ ურთიერთობას?

თუ თქვენს პარტნიორთან არც ისეთი კარგი სექსუალური კავშირი გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ან თქვენს მამაკაცს გარკვეული პიროვნებები თუ გარემოებები ხელს უშლიან და მის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენენ. ჩვენ გთავაზობთ 14 მიზეზს, რომელიც სექსის ნამდვილი მტერია:

გლამურული ჟურნალები და ფოტომოდელები - იდეალური ფორმებისა და ვიზუალის გოგონები ჟურნალებში თქვენს პარტნიორზე უარყოფითად აისახება. ის ყოველთვის პარალელს ავლებს თქვენთან და ქვეცნობიერში ეკარგება ლტოლვა იმ ქალის მიმართ, რომელიც გვერდით ჰყავს. ეს გარკვეულწილად თქვენც გიშლით ხელს, ჩნდება კომპლექსები, რომელიც ინტიმური კავშირისას იჩენს თავს.

ნასვამი ან ნაბახუსევი მდგომარეობა - ამ დროს თქვენს პარტნიორს სექსისთვის სულაც არ სცხელა. როგორც არ უნდა ეცადოთ, მას კამასუტრის პოზებითაც ვერ მოხიბლავთ, რადგან მინერალური წყალი ან უნიტაზთან ჩახუტება ურჩევნია ყველაფერს.

უფროსი - ეს არის ადამიანი, რომელსაც არ ერიდება სამსახურის საკითხებზე ნებისმიერ დროს დარეკოს. ეს კი ხშირად შეუფერებელ მომენტებში ხდება. ეცადეთ, სექსის დროს ტელეფონი გამოურთოთ.

მისი მეგობრები - ისინი გამუდმებით სთავაზობენ ლუდის დალევას, ფეხბურთის ყურებას ან სადმე წასვლას. სამეგობროდან ერთს მაინც აგდებს სახლიდან ცოლი ჩხუბის შემდეგ, მას კი დასარჩენი არსად აქვს და უწევს, თქვენთან გაათენოს ღამე. ასეა თუ ისე, მეგობრები ერთ-ერთი ყველაზე ხელის შემშლელი ფაქტორია წყვილის ინტიმურ ცხოვრებაში.

სერიალები და ფილმები - წყვილთაგან ერთ-ერთს სექსი უნდა და მეორე სერიალს ან ფილმს უყურებს ტელევიზორში - რა უნდა იყოს ამაზე ცუდი მომენტი, როცა სექსზე უარს სწორედ ამ მიზეზის გამო გეუბნებათ? ჯობია, ყველა საქმე გადადოთ და მასთან სექსით დაკავდეთ, სანამ უნდა და სანამ შეუძლია.

პიცა გამოძახებით - ასევე ფასტ ფუდი, კარტოფილი ფრი, საკონდიტრო ნაწარმი - ეს იმ საკვებთა ჩამონათვალია, რომლის მირთმევის შემდეგაც მხოლოდ წამოწოლა და დაძინება უნდა ადამიანს. კარგი იქნება თუ მათ გარეთ მიირთმევთ, რის შემდეგაც ფეხით გაისეირნებთ და ძალებს აღიდგენთ.

დედამთილი - ან სხვა ნათესავები მისი მხრიდან ყოველთვის აფუჭებენ განწყობას, რომელსაც ინტიმურობისთვის იქმნით. ისინი ან თქვენთან ერთად ცხოვრობენ, ან გაუთავებელი ზარებით გაწუხებენ, ან კიდევ უარესი - გაუფრთხილებლად მოდიან თქვენთან. სექსის დროს კი გაფანტული ყურადღება და დარღვეული კონცენტრაცია იმის გარანტია, რომ ორგაზმი არ გექნებათ.

შენი დაქალი - მას ყოველთვის თქვენი დახმარება, რჩევა, თანადგომა ჭირდება სხვადასხვა სიტუაციებში. ეს კი ხშირად იმ დროს ემტხვევა, როდესაც თქვენს პარტნიორთან რომანტიული საღამო გაქვთ დაგეგმილი. ძნელია უარი უთხრა მას, როცა ასე სჭირდებით.

მობილური ტელეფონი - დაკვირვებიხართ, რომ ყოველთვის შეუფერებელ დროს რეკავს ან შეტყობინება მოდის? ის ყველაზე მეტად ფანტავს ყურადღებას და ეს ქალისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა. მისთვის ინტიმური გარემოს შექმნა და აღქმა ხომ ძალიან სენსიტიური მომენტია, დაუშვებელია, რაიმემ გაუფანტოს გონება.

საყვარელი - თუ თქვენ ეჭვობთ ან დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს პარტნიორს საყვარელი ჰყავს, სექსი ყველაზე ცუდი და არაფრისმომცემი აქტი ხდება თქვენს შორის. ან ის საერთოდ ქრება... ინტიმი მაშინაც იკარგება, თუ თქვენი პარტნიორი ეჭვობს, რომ მას ღალატობთ. ამ დროს სექსის ნაცვლად ადგილს იკავებს გაუთავებელი ჩხუბი და უთანხმოება.

ცუდი სუნი პირიდან - ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ ცუდი სუნი პირიდან არა მარტო სექსის, არამედ კოცნის სურვილსაც გიკარგავთ. ცუდი სუნის ყველაზე დიდი მიზეზი თამბაქოა, რომელიც გარდა უსიამოვნო სუნისა, ბევრ ხელის შემშლელ ფაქტორს იწვევს ინტიმში. მამაკაცებს ნაადრევად ეწყებათ სექსუალური დისფუნქცია, აქტის დროს ნაადრევად აქვთ ორგაზმი და ა.შ.

სამსახურისადმი თავდადება - კარიერიული წინსვლის გამო სექსზე უარის თქმა არც ისეთი იშვიათი ფაქტია წყვილს შორის. სამსახურის გამო ადამიანები თავს არ ზოგავენ, ზედმეტად იღლებიან და დღის ბოლოს აღარ აქვთ სქესობრივი აქტის სურვილი, მიზეზი კი გადაღლა ან სამსახურში მიხღებული სტრესია.

ეკრანული გმირები - მაგალითად, ბრედ პიტი ან ჯონი დეპი - მათი შემხედვარე, თქვენც გინდათ საოცარი ვიზუალის მამაკაცი გვერდით, რომელიც ისეთივე სიგიჟეებს ჩადის საყვარელი ქალის გამო, როგორც ეს კინო გმირები. მთავარია დააფასოთ ის, რაც გაქვთ და არ იოცნებოთ სხვა მამაკაცზე. ფრთხილად იყავით, ისიც არ დაკარგოთ, ვინც გყავთ.

კომპიუტერული თამაშები - თუ თქვენგან რომელიმე კომპიუტერულ თამაშებს ისეა მიჩვეული, რომ დრო არ რჩება საყვარელ ადამიანს მოეალერსოს და სითბო აჩუქოს. გამოსავალი ერთია - მოისროლეთ კომპიუტერი თქვენი სახლიდან.

კომენტარი