სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა კოლეგებთან ერთად მიმდინარე საკითხების განსახილველად, კოლექტიური სამუშაოსთვის. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი, საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაანებივრეთ.

კურო
მოსაწყენად ვერ მოიცლით. იმდენი საქმე და ვალდებულება დაგიგროვდათ შესასრულებელი, რომ უმჯობესია, დილიდან ჩაერთოთ საქმეში. საყვარელი ადამიანი ყველაფერში დაგეხმარებათ.

ტყუპი
მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. გახალისდით პოზიტიურ ადამიანებთან ერთად. დიდი ხნის უნახავ ყოფილ შეყვარებულთან გელით შეხვედრა.

კირჩხიბი
საიდუმლოებებს ყველას ნუ გაუმხელთ. კოლეგებმა და მეზობლებმა თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ არ უნდა იცოდნენ. საღამოს გამონახეთ დრო ნათესავებისთვის. ერთად მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი.

ლომი
დილა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. კოლეგები ახალ იდეებს გაგიზიარებენ. საღამოსკენ რომანტკულ განწყობაზე დადგებით, მაგრამ შინ მისვლას ნუ დააგვიანებთ.

ქალწული
ნუ მოექცევით გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ. თავადაც შეგიძლიათ დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილება. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტად გამოავლინეთ ინიციატივა და აქტიურობა.

სასწორი
თავგადასავლებითა და ავანტიურით მდიდარი დღე გელით. ადვილად შეძლებთ ახალ გარემო პირობებთან შეგუებას, რასაც გარშემო მყოფები დააფასებენ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
მოსიყვარულე და გარშემო მყოფებზე მზრუნველი ხართ. კარგი დღეა ურთიერთობისთვის, მაგრამ გული მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გადაუშალეთ. რჩევისთვის ნათესავებს მიმართეთ.

მშვილდოსანი
სასიამოვნო სიურპრიზები გელით საქმიან სფეროშიც და პირად ცხოვრებაშიც. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ემოციები უნდა აკონტროლოთ.

თხის რქა
სიურპრიზებით აღსავსე დღე გელით. დღეს გარშემო მყოფების განწყობის ამაღლებაზეც უნდა იზრუნოთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

მერწყული
მშვიდ, აუჩქარებელი დღეა. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ და შემოქმედებით საქმიანობას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მათგან საინტერესო იდეებს მიიღებთ.

თევზები
კარგი დღე გელით, მაგრამ ნუ იქნებით დაძაბული. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. კარგია მსუბქი ვარჯიში. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100