ერთ დღესაც, როცა ყველაფრის მიტოვება გადავწყვიტე...

“ideaspot” ამაღელვებელ და შთამაგონებელ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგანახებთ იმას , თუ რატომ არ უნდა დანებდეთ არასოდეს !

დრონი.ჯი გთავაზობთ ამ ისტორიის თარგმანს:

ერთ ჩვეულებრივსა და სხვებისგან არაფრით გამორჩეულ დღესაც , მე ყველაფრის „მიტოვება“ გადავწყვიტე. ხო,აი ასე უცბად მივიღე გადაწყვეტილება- გავდგომოდი ცხოვრებას და შორიდან მეცქირა მისთვის.

თუმცა, გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე კიდევ ერთხელ ღმერთთან სასაუბროდ ტყეში წავედი.

საუბარი კი მასთან შემდეგნაირად დავიწყე :

-ღმერთო, შეგიძლია მომცე თუნდაც ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა განვუდგე ცხოვრებას, თუ რატომ უნდა ვიცოცხლო?“

მისმა პასუხმა ცოტა არ იყოს გამაოცა :

-მიმოიხედე ირგვლივ , ხედავ გვიმრასა და ბამბუკს ?

-დიახ, თავდაპირველად,როდესაც მე ისინი დავრგე, გამუდმებით ვზრუვადი მათზე,ვუსხამდი წყალს, არც სინათლე და მზის სხივები მოჰკლებიათ ოდესმე.გვიმრა ძალიან სწრაფად გაიზარდა , მალევე ასცდა დედამიწას და მწვანედ შემოსა იგი. ბამბუკი კი მაინც არ იძლეოდა შედეგს , მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არასდროს ჩამიქნევია ხელი მასზე. მეორე წელს გვიმრა კიდევ უფრო ლამაზი და ნაყოფიერი გახდა.ბამბუკი კი კიდევ არ იძლეოდა შედეგს,მაგრამ მე არც ამჯერად დავნებებულვარ.

- 3 წლის განმავლობაში ბამბუკი კიდევ არ იძლეოდა შედეგს, მაგრამ დანებება ფიქრადაც არ გამივლია. არც მეოთხე წელს შეცვლილა რამე, მაგრამ მსგავსი რამ არც მაშინ მიფიქრია.

მეხუთე წელს,ბამბუკის თესლიდან პატარა ყლორტი ამოიზარდა. გვიმრასთან შედარებით ის სრულიად უმნიშვნელო და შეუმჩნეველი იყო,მაგრამ 6 თვის შემდეგ ის 100 მეტრზე ბევრად უფრო მაღალი გაიზარდა.

მას ფესვების გასაზრდელად 5 წელი დასჭირდა. სწორედ მათ გახადეს ის ძლიერი , სწორედ მათ მისცეს ის ყველაფერი, რასაც ბამბუკი გადარჩენისთვის საჭიროებდა. მე ჩემივე ქმნილებებს არასდროს მოვუვლენ ისეთ განსაცდელებს ცხოვრებაში, რომელთა გამკლავებისთვისაც საჭირო ძალა არ შესწევთ.

ამის შემდეგ ის კიდევ ერთხელ მობრუნდა ჩემკენ და მკითხა:

-იცი, ჩემო შვილო, რომ ამ ხნის განმავლობაში როცა, შენ იტანჯებოდი, გიწევდა ბრძოლა, ხვდებოდი განსაცდელებს , შენი ფესვებიც იზრდებოდა , ძლიერდებოდა და გაძლევდა ძალას. 5 წლიანი იმედგაცრუებების მიუხედავად მე არ „მიმიტოვებია“ ბამბუკი და არც შენს მიტოვებას ვაპირებ.

არასდროს შეედარო სხვებს,-მითხრა მან-, ბამბუკს გვიმრასაგან განსხვავებით სხვა მიზანი ჰქონდა, სხვა მოვალეობა ეკისრა ამ ცხოვრებაში,მაგრამ მიუხედავად ამისა , სწორედ მათი ერთობლიობითაა დღეს ტყე ასეთი ლამაზი. შენი დროც მოვა, შენც აღზევდები.

-მაგრამ, სადამდე შემიძლია ზრდა, გაძლიერება, აღზევება?- ვკითხე კვლავ.

-რამდენად მაღალი შეუძლია ბამბუკს,რომ გაიზარდოს?-მკითხა მანაც.

ცოტა არ იყოს, დავიბენი და მივუგე:

-იმდენად, რამდენადაც მას ძალუძს?

-დიახ. არასდროს შეწყვიტო ზრდა, განვითარება და გაძლიერება მანამდე ,სადამდეც შეძლებ ამას.

ამ საუბრის შემდეგ სახლში დავბრუნდი, რომ ეს არაჩვეულებრივი ისტორია თქვენთვის მომეთხრო. იმედი მაქვს, ეს სიტყვები კიდევ ერთხელ დაგეხმარებათ იმის დანახვაში,რომ ღმერთი ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე, ვახსოვართ და რომ ის არასდროს მიგვატოვებს.

არასდროს, არასდროს, არასდროს დანებდეთ!

„ღმერთს ის კი არ უთხრა რომ დიდი პრობლემა გაქვს, არამედ პრობლემას უთხარი, რომ შენ გყავს დიდი ღმერთი“

კომენტარი

×