ქართული სასიყვარულო ურთიერთობების ილუზია „ფეისბუქზე“ და ღამის კლუბებში დანახული რეალობა

იმ მოსიყვარულე წყვილების სიყვარულის იდილია, რომელებიც სოციალურ ქსელებში ბევრი ატვირთული ფოტოთი ამყარებდნენ თავიანთ სტატუსებს და რომელზეც შენ ავად თუ კარგად ბევრჯერ გიჭორავია , ეგრევე თვალსაჩინო ხდება, როდესაც ღამის კლუბებში შეაბიჯებ ფეხს. ამ დროს ვიღაც-შენ ვირტუალური ურთიერთობების გარეთ, სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდები და ილუზიები სასიყვარულო, ცოლ-ქმრულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ეგრევე იმსხვრევა.

„არადა გუშინ ვუსმენდი თავის გოგოზე იძახდა ჩემი ნაწილი და ჩემი სიყვარულიაო და აგერ კლუბში ვხედავ ვიღაც გოგოს ეტორღიალება, თან ყველა იცნობს და არც ერიდება... იქვე მოასწრეს ყველაფერი და მერე გაგიჟებული კლუბიდან გავარდა.“

ერთი ჩემი ნაცნობის ნაცნობის ფეისბუქ ფრენდს კიდევ ვიღაც ძველ ფლირტის ობიექტი მოუსვია ბართან, ეუბნებოდა ცოლთან გამიცივდა ურთიერთობა, მარწუხებში ვარ, ვიხრჩობიო და განწირული გედის სიმღერასათვის გეგონებოდა ბოლოჯერ უნდა იმღეროსო, ყველა საშუალებას ცდიდა, რომ ის გოგო საწოლში შეეტყუებინა, ან კი რა საჭირო კი იყო ამდენი ცდა, ის გოგო ისედაც დათანხმდებოდა, უბრალოდ ასე გადამრჩენლის პოზაში ურთიერთობას „წამო სექსით დავკავდეთ“ ფორმა აღარ ექნებოდა, თან ასე შეფუთვაც უფრო ლამაზი ჩანდა.

იმ დღეს კიდევ გალეწილი მთვრალი ახალგაზრდა გოგო ეკონწიალებოდა თავისზე ოცი წლით უფროსი მაინც იქნებოდა ის კაცი, არიქა მზრუნველობა მაკლია, ჩემი ქმარი ახალგაზრდა დამპალი ნაბიჭვარია, იმან ქალის რა იცის და გადამარჩინე დავიკარგე ამ სამყაროში და მაგრძნობინე რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაციო... ჩემი ერთი პატარა მეგობარი ბიჭი გაოცებით უყურებდა და მითხრა სანამ ასაკში არ შევალ ცოლს არ მოვიყვანო... ცოტა შეშინებული ჩანდა... მერე რა მოხდა, ან აგრძობინა თუ არა იმ კაცმა რამე იმ გოგონას არ ვიცი, მაგრამ მაგას აღარ ქონდა არსებითი მნიშვნელობა...

რამდენიმე დღის ერთ-ერთ ქართულ შუში იყო, ქორწინების ასაკმა გადაიწია, იმიტომ რომ სექსის გამო აღარავის მოჰყავს ცოლიო და აბა რა ჯანდაბის გამო მოჰყავს ცოლი თუ მიანც ასე უნდა მოიქცეს, ან რა ჯანდაბისთვის თხოვდება თუ მაინც დაკარგულია და მაინც ნამდვილი მამაკაცი სჭირდება? ადრე მიზეზები მაინც ვიცოდით და ახლა მიზეზიც საძიებელი გახდა...

ადრე თუ სექსის გამო იყო ნაადრევი ქორწინებები, დღევანდელ ოჯახები წყვილს სოციალურ სივრცეში დასაპოსტად და სხვებთან გასაჯიბრებლად სჭირდებათ, რომელი უფრო კარგ პოზაში ატვირთავს ქმართან, თუ შეყვარებულთან გადაღებულ ფოტოს და რომელს უფრო „like“ ექნება... თან ეს აუცილებელ საქმიანობად გადაიქცა და იმდენად შეიჭრნენ ვირტუალურ სივრცეში, რომ რეალობა გარეთ დარჩათ...

“ეგღა მაკლია ვინმეს აზრი მაინტერესებდეს, ეგ ადრე იყო, დღევანდელი ახალგაზრდობა ეგეთი აზრებისგან შორს ვართო”, არადა ყოველ ხუთ წუთში ამომწმებენ ფოტოზე რამდენი ლაიქი და კომენტარი აქვთ, მერე სხვასთან შედიან, გაიგებენ იმათ საოჯახო ფოტოს უფრო გულთბილად შეხვდა თუ არა მთელი „საფეისბუქო ტომი“ და მეორე დღეს უფრო მობილიზებული და მონდომებული ტვირთავს ახალ ფოტოს... და ასე გრძელდება, მანამ და სანამ....

ხოდა ისე შორს წავედით ასეთი ურთიერთობებით, რომ ჩვენი ქმები სხვებთან ეძებენ ნუგეშს... ჩვენი ცოლები სხვებში ეძებენ ნამდვილ მამაკაცებს და ვუყუროთ ფეიბუქზე ატვირთულ ხელოვნურად გამთბარ და გაღიმებულ კადრებს თუ ის დაგვიბრუნებს და გვასწავლის სიყვარულს... შევეგუოთ ცოლებისა და ქმრების ღალატს, ისინი ხომ მაინც სახლში დაბრუნდებიან... ვიცხოვოთ არაფრისმომცემი დიპლომატიური, დაფარული და დამალული ურთიერთობებით და ასე ნამდვილი ცხოვრების მოლოდინში გავლიოთ ჩვენი ერთი კუთვნილი ცხოვრება...

p.s. ეს რათქმაუნდა ყველა წყვილს არ ეხება, და საბედნიეროდ სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს გულწრფელი და ჯანსაღი ურთიერთობები, თუმცა მათი რიცხვი არც თუ ისე დიდია. აი, ის კი რაზეც მე ვწერ უკვე მასშტაბური პრობლემაა... ჩვენ ყველამ უარი უნდა ვუთხრათ ასეთ ურთიერთობებს და უნდა ვისწავლოთ ჯანსაღი გრძნობების დაფასება- შენარჩუნება.

ტაისია ამაშუკელის ბლოგ-პოსტი სპეციალურად დრონი.ჯი-სთვის...

კომენტარი