2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
პოზიტიური დღე გელით. ახალი პროექტების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ. კოლეგების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ.

კურო
საინტერესო შემოთავაზებები გელით. გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდებათ. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
სასიამოვნო ცვლილებები გელით. დღე პოზიტიური ემოციებით დაგამახსოვრებთ თავს. უარს ნუ იტყვით საკუთარი იდეების განხორციელებაზე. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. იყავით აქტიური და მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. საღამო ნუ განმარტოვდებით, დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ლომი
დროა, დაფიქრდეთ და ცვლილებები შეიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში. მოთმინებით აღიჭურვეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით სასურველს. საღამოს მეგობრებს ესტუმრეთ.

ქალწული
სიურპრიზებით დაგამახსოვრდებათ ეს დღე. კარგი პერიოდია მგზავრობისთვის და მოგზაურობის დასაწყებად. პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. სასიყვარულო პარტნიორი თქვენი გულის მოგებას ეცდება.

სასწორი
გააუმჯობესეთ საქმიანი ურთიერთობები. შეიძლება გამოგიჩნდნენ ახალი თანამოაზრეები. შუადღის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას.

მორიელი
მიზანმიმართული და აქტიური ხართ. გაბედულად იმოქმედეთ. აიყოლიეთ კოლეგები და ერთად დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. საყვარელი ადამიანი მიახვედრეთ, რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის.

მშვილდოსანი
მშვიდი, სტაბილური დღე გელით, მაგრამ უსაქმოდ ვერავინ გაგაჩერებთ. საინტერესო შეხვედრებით, საჭირო ინფორმაციებით დატვირთული დღეა. საღამო საოჯახო საკითხების მოგვარებას დაუთმეთ.

თხის რქა
ახალი საქმეების დაწყება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ. გაბედულად იმოქმედეთ. ზოგიერთს გავლენიანი მეგობრის მხარდაჭერა ელის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დათბება.

მერწყული
იდეების განხორციელების, სასურველის მიღწევის საშუალება მოგეცემათ. ნუ იქნებით დამოკიდებული ამინდზე, გარშემო მყოფებზე, დამოუკიდებლად, სხვების დაუხმარებლად იმოქმედეთ. მთავარია, სამოქმედო გეგმიდან არ გადაუხვიოთ.

თევზები
იყავით აქტიური, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ სპეციალისტებს. ზოგიერთს ძველი სიყვარული შეახსენებს თავს და მოსალოდნელია გაწყვეტილი კავშირის განახლება.

კომენტარი