9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წარმატებული დღე გელით. ყველა საქმე გამოგივათ, რასაც ხელს მოკიდებთ. მუშაობისას იყავით მეტად აკურატული. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გელით.

კურო
საინტერესო იდეები დაგებადებათ და ზოგიერთის განხორციელებასაც შეძლებთ. მოსალოდნელია შეხვედრები და საინტერესო ადამიანების გაცნობა. აკონტროლეთ ემოციები. ზოგიერთს ერთი ნახვით შეყვარება ელის.

ტყუპი
მეტად მოგინდებათ საკუთარი ნიჭის, შესაძლებლობებისა და უპირატესობის დამტკიცება. გირჩევთ, პროფესიულ საქმიანობაშიც გამოაჩინოთ თქვენი უნარები. საღამოს კი საყვარელი ადამიანი გააოცეთ თქვენი მზრუნველობითა და სიყვარულით.

კირჩხიბი
სტაბილური და მშვიდი დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას. მაგრამ გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით. საინტერესო სიურპრიზი გელით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ლომი
დილიდან შეიქმენით ოპტიმისტური განწყობა. წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. მუშაობისას იყავით მეტად დაკვირვებული. მოთმინება გმართებთ კოლეგების მიმართ. საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ.

ქალწული
სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. სამსახურში იყავით მეტად აქტიური. ნუ შეგეშინდებათ გარშემო მყოფების კრიტიკის. საღამოს შეუარეთ მეგობრებს, იმხიარულეთ.

სასწორი
დღევანდელ სპექტაკლში მთავარი როლი თქვენ უნდა ითამაშოთ. საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. საღამოსთვის საყვარელი ადამიანისთვის გამონახეთ დრო.

მორიელი
იყავით გარშემო მყოფების მიმართ კეთილგანწყობილი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. უფროსი საინტერესო პროექტებში ჩართვას შემოგთავაზებთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
წარმატება თქვენ მხარესაა, მაქსიმალურად მოინდომეთ და ყველაფერი გამოგივათ. იყავით ელეგანტური და ღიმილიანი. საღამოს მხიარულება და გართობა მოგინდებათ.

თხის რქა
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისთვის. მივლინება სასიამოვნო შეხვედრებითა და მოვლენებით იქნება აღსავსე. საღამოს შეკრიბეთ მეგობრები და ნათესავები, მოაწყვეთ მხიარული დღესასწაული.

მერწყული
დილიდანვე შეიქმენით დადებითი განწყობა. ხალისით მოაგვარებთ სამსახურის საქმეებს. გარშემო მყოფებისგან შექება და კომპილიმენტები გელით. საღამოს მეგობრებთან ერთად გართობისთვისაც მოიცლით.

თევზები
წარმატებული, ხალისიანი დღე გელით. მოაწესრიგეთ სამსახურის საქმეები, საოჯახო ვალდებულებები. შეიარეთ მაღაზიებში. კარგი დღეა საჩუქრებისა და საოჯახო წვრილმანის შესაძენად.

კომენტარი