სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ზოგიერთი დეტექტივად იგრძნობს თავს. პირადი ცხოვრება მდიდარია სიურპრიზებით, განსაკუთრებით - საღამოს.

კურო
საქმეებით დატვირთული დღე გელით. იყავით მობილიზებული, დაკვირვებული. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და ახალ საქმიან შემოთავზებებს მიიღებთ. ნუ დაივიწყებთ პირად ცხოვრებას, საყვარელ ადამიანს სიურპრიზი მოუმზადეთ.

კირჩხიბი
დღეს დაწყებული საქმე მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. მათგან საინტერესო ამბებს შეიტყობთ.

ლომი
წარმატებული დღე გელით. მთვარია, თავად მოინდომოთ და კომპანიონებად გამოცდილი ადამიანები აირჩიოთ. საღამო უფროს ნათესავებთან ერთად გაატარეთ. ჰკითხეთ მათ რჩევა.

ქალწული
სამსახურის ვალდებულებებს ვერსად გაექცევით. დღე მშვიდ, შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ.

სასწორი
ლიდერის თვისებები ნაკლებად გამოავლინეთ, დღეს რუხი კარდინალის როლი უნდა მოირგოთ. ბავშვები წარმატებებით გაგახარებენ, ნათესავები - გიღიმიანი, საყვარელი ადამიანისგან საჩუქრს მიიღებთ.

მორიელი
სამსახურის საქმეები უთქვენოდაც მოგვარდება, თქვენ ან მეგობრებს შეხვდით, ან საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.

მშვილდოსანი
საინტერესო შეხვედრების დღეა. გავლენიან ნაცნობებს გაიჩენთ. საყვარელ ადამიანს უსაფუძვლოდ ნუ აეჭვიანებთ.

თხის რქა
იდეებითა და გეგმებით ხართ აღსავსე. მათ განხორციელებამდე განიხილეთ ისინი კოლეგებთან ერთად. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკულ ვახშამზე უარი არ უთხრათ.

მერწყული
მშვიდი დღე გელით. საკუთარ საქმეებსაც მოაგვარებთ და კოლეგებსაც დაეხმარებით, რაც გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აგიმაღლებთ. საღამო რომანტიკას დაუთმეთ.

თევზები
თქვენი ენთუზიაზმი კოლეგებსაც გადაედებათ. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100