22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თქვენი დღევანდელი დღის მთავარი მისიაა: შეიქმნათ პოზიტიური განწყობა და იყოთ აქტიური. პირად ცხოვრებაში მომხდარი სიახლე იმდენად გაგახარებთ, რომ თავი სიზმარში გეგონებათ.

კურო
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
ცხოვრებისგან ამდენი სიურპრიზი ერთდროულად დიდი ხანია არ მიგიღიათ. სამსახურის საქმეებშიც გელით წარმატება და პირადი ცხოვრებაშიც. ეჭვიან სასიყვარულო პარტნიორს თქვენს გულწრფელობაში დაარწმუნებთ.

კირჩხიბი
საინტერესო მოვლენებით აღსავსე დღე გელით. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. საღამო საოჯახო პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად.

ლომი
საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. საქმეების გამო სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, ოჯახის წევრებს უთქვენობა უჭირთ.

ქალწული
საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა და დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით.

სასწორი
რასაც ჩაიფიქრებთ, ყველაფერი აგისრულდებათ. თუმცა, სურვილებთან სიფრთხილე გმართებთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანს მოგიწყობთ.

მორიელი
სიურპრიზებით სავსე დღე ელით. მთავარია, არ იზარმაცოთ და მიზანმიმართულად იმოქმედოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფებს თქვენი აზრი თავს არ მოახვიოთ. საღამო შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ.

მშვილდოსანი
საინტერესო შეხვედრებით და პოზიტიური მოვლენებით დატვირთული დღე გელით. საღამო ან ოჯახის წევრებთან, ან მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
საქმეებს ადვილად გაართმევთ თავს, თუ პოზიტიურ განწყობაზე იქნებით და გარშემო მყოფებს ხშირად გაუღიმებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება პრემია მიიღოთ ან ძველი ვალი დაიბრუნოთ.

მერწყული
წარსულს გაატანეთ ყველა უსიამოვნო ფიქრი და დღეს ღიმილით გააგრძელეთ საქმეები, გააუმჯობესეთ ურთიერთობები. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. საღამო შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ.

თევზები
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ვაჭრობისთვის. გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ და ეცადეთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი, პროფესიონალიზმი. საღამოს საყვარელი ადამიანი ტკბილეულით გაანებივრეთ.

კომენტარი