სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა დაადგინეს თუ რომელი ასაკია ოჯახის შექმნისთვის იდეალური

ბრიტანულმა გაზეთმა The Independent გადაწყვიტა გაერკვია, რომელი ასაკია ოჯახის შექმნისთვის იდეალური და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტებს გაესაუბრა.

იუტას ინსტიტუტის მეცნიერებმა საკუთარი კვლევის შედეგები წარმოადგინეს და დასკვნაც გამოიტანეს, თანამედროვე მსოფლიოში ოჯახის შემქნისთვის იდეალური ასაკია 28-32 წელი.

სპეციალისტთა განმარტებით უფრო ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები გამოცდილების ნაკლებობისა და ცხელი ვნებების გაქრობის გამო ინგრევა. რაც შეეხება 40-ს მიატნებული და 40-ს გადაჭარებებულ მეუღლეებს ისინი განქორწინებისკენ არიან მიდრეკილნი.

ბრიტანელ მეცნიერთა აღნიშნულ დასკვნას სკეპტკურად უყურებენ სხვა მეცნიერები. მაგალითად საქორწინო თერაპიის ექსპერტი ენდრიუ მარშალი ირწმუნება, რომ ყოველ ადამიანს საკუთარი მეორე ნახევარი ჰყავს, რომელიც შესაძლოა მისგან ძალიან შორს, სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს და იდეალური ასაკი ქორწინებისთვის გახლავთ ასაკი, როდესაც ამ ადამიანს იპოვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100