სახლის პირობებში ფრჩხილების მოვლის მარტივი საშულებები

თუ ატყობთ, რომ თვენი ფრჩხილები დასუსტდა ეს სტატია თქვენთვისაა. გთავაზობთ ფრჩხილის მოვლის საშუალებებს, რომლებიც სალონში წასვლას არ საჭიროებს.

რძე (ოღონ ნუ შეარჩევთ ცხიმგამოცლილ რძეს) არაჩვეულებრივი საშუალებაა იმ შემთხვევაში თუ ფრჩხილები გტყდებათ ან გექერცლებათ, რადგან შეიცავს კალცს. გაათბეთ ის სასურველ ტემპერატურამდე და 20-30 წუთის განმავლობაში ჩაყავით მასში თითები. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ დღიურად და ერთი კვირის შემდეგ შედეგი სახეზე იქნება.

პარაფინის ნიღაბი - გახლავთ ფრჩხილის ზრდის სტიმულირების კარგი საშუალება. გარდა ამისა ის ფრჩხილს უფრო პრიალას ხდის. კოსმეტიკური პარაფინი გახსენით წყალში, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და წაისვით თითებზე. იდეალური ვარიანტია თუ გადაიცმევთ ხელთათმანს და 2-3 საათით დაიტოვებთ ნიღაბს თითებზე.

ჟოჟობას ზეთით დამზადებული ნიღაბი - ის საუკეთესო საშუალებაა და რეკომენდირებულია მისი მოხმარება ჭურჭლის რეცხვის შემდეგ.

იოდი გახლავთ ეფექტური საშუალება ყვითელი ფრჩხილებისათვის, წაისვით ის თითებზე ძილის წინ და დაიტოვეთ დილამდე.

კომენტარი