სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ყვავილებს არაყი უყვართ, სოდა კი ცეცხლ აქრობს“ - ერთი შეხედვით სასაცილო, მაგრამ ეფექტური რჩევები

კოკა კოლას დახმარებით აბაზანის გაწმენდა რომ შეიძლება ეს ძველი ფაქტია, არადანიშნულებისამებრ, მაგრამ ეფექტურად სხვა ნივთების გამოყენებაც, რომ შეიძლება ეს კი ბევრმა არ იცის და ამ სტატიაში სწორედ მსგავს მეთოდებზე გიამბობთ.

(ილუსტრაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სტატიაზე მიბმული ფოტოები, სურათის სრულად სანახავად კი დააკლიკეთ ფოტოს.)

დაამატეთ მარილიანი წყალი გასქელებულ ტუშს და ის ძველებურად გაალამაზებს თქვენს წამწამებს.

თუ თქვენი ტელეფონის ხმა ხშირად არ გესმით და ამის გამო გამოტოვებული ზარების ზღვა გხვდებათ, მაშინ ჩადეთ მობილური შუშის ჭურჭელში და ვიბრაციისას ისეთი ხმაური იქნება, რომ შეუმჩნებელი არ დაგრჩებათ.

გაწმინდეთ გაფუჭებული დისკი ბანანით.

ქარხნული კონსერვების გასახსნელად გამოიყენეთ კოვზი.

ლუდისა და გაზიანი სასმელების ლითონის ქილის თავსახური სურათის ჩარჩოს საკიდად გამოგადგებათ.

მაიონეზს ხის მაგიდიდან წყლის ლაქების ამოყვანა შეუძლია.

იმისათვის, რომ ყვავილმა ვაზაში დიდხანს გაძლოს ჩაამატეთ წყალს არყის რამდენიმე წვეთი და შაქარი.

ხელის საწმენდ ანტიბაქტერიულ სითხეს ტანისამოსიდან მელნის ლაქები ამოჰყავს.

მდოგვი შეგიძლიათ გამოიყენთ ჩაიდნისა და ქვაბების გასაპრიალებლად.

გახეხეთ ყველის ზედაპირი პურის ნაჭრით და ისე შეინახეთ, რაც მას დაობებისგან დაიცავს.

დაორთქლილი შუშების გასაწმენდად გამოიყენეთ თმის ფენი და არა ტილო.

საკვები სოდა ცეცხლის ჩასაქრობი საუკეთესო საშუალებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100