სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ ტანი - მეცნიერების დასკნა

ალბათ ყველას აინტერესებს თუ რამდენჯერ უნდა იბანდეს ადამიანი კვირის განმავლობაში?

განსხვავებით თავის დაბანისგან, რომლის სიხშირე მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული თმის თავისებურებებსა და შამპუნის ტიპზე,მეცნიერებმა ტანის დაბანის რეკომენდირებული რაოდენობა დაადგინეს კვირის განმავლობაში. გაგიკვირდებათ და ძალიან ხშირი დაბანა არათუ სასარგებლო, არამედ კანისთვის საზიანოც კია, რადგანაც ცხელი წყალი და საპონი კანს ბუნებრივ ზეთს აშორებენ, რომელიც გვიცავს და ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის მას. ამას გარდა კანიდან ის "სასარგებლო" ბაქტერიები გამოდიან, რომელთა ადგილს შემდეგ ჭუჭყი დაიკავებს და შესაბამისად ინფექციის რისკი გაიზრდება. ამიტომაც დერმატოლოგები გვირჩევენ 2-3 დღეში ერთხელ დაბანას.

თუკი თქვენ მისდევთ ცხოვრების აქტიურ სტილს და ვარჯიშის/ფიზიკური დატვირთვის შედეგად ოფლიანდებით,შეგიძლიათ გაოფლიანებული სხეულის ნაწილები წყლით ან სველი ხელსახოცით გაისუფთაოთ.

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ,რომ ჩვილების ყოველდღიური დაბანა არაა საჭირო,რადგანაც ადრეულ ასაკში ბაქტერიების მოქმედება კანზე მას მომავალში უფრო მტკიცეს და არამგრძნობიარეს გახდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100