სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 რამ რაც მამაკაცებს ქალში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

გსურთ იყოთ კარგი პარტნიორი და თქვენს საყვარელ მამაკაცს სხვისკენ თვალი არ გაექცეს? ამისათვის საჭიროა ბევრი ნიუანსის გათვალისწინება, ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და თქვენს პარტნიორსაც რასაკვირველია აქვს ისეთი მოთხოვნები და სურვილები რომლებიც თავად უნდა გამოიცნოთ, თუმცა არსებობს რაღაცეები რაც ყველა მამაკაცს ერთნაირად აღიზიანებს და არ მოსწონს ქალში, გთავაზობთ 7 ასეთ ფაქტორს. წაიკითხეთ, გაიაზრეთ და სასურველია, რომ გაითვალისწინოთ.

როდესაც განიხილავთ თქვენ ორის ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. არა აქვს მნიშვნელობა ამას მისი თანდასწრებით გააკეთებთ თუ ზურს უკან, მას არ მოსწონს როდესაც დაქალებთან ან დედასთან წუწუნებთ იმ პრობლემებზე რომლებიც მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ.

გახსოვდეთ რომ რაც უფრო ნაკლებად საჯარო იქნება თქვენი პირადი ცხოვრება მით უფრო უკეთესად წარიმართება ის, ხოდა თუ თქვენი პარტნიორის ხათრით ვერ ახერხებთ დაქალებისთვის ყველაფრის მოყოლისგან თავის შეკავებას მაშინ ამ ფაქტის გამო მაინც დააჭირეთ ენას კბილი.

ქარაფშუტული დამოკიდებულება ფულის მიმართ. მამაკაცებს მოსწონთ საყვარელი ქალისთვის საჩუქრების კეთება, რესტორანში დაპატიჟება და ზოგადად მათზე ფულის ხარჯვა, თუმცა როდესაც ქალი მიდის და ყიდულობს „ძალიან საყვარელ ჩანთას“ ახალი კოლექციიდან, რომელიც ფასდაკლების აქციაში მოხვდა, იმის ნაცვლად რომ გადაიხადოს საკრედიტო დავალიანება, ამ ფაქტს მამაკაცი აღიქვამს არა როგორც ქალურ სისუსტეს არამედ როგორც სიბრიყვეს.

მოუვლელი გარეგნობა - მამაკაცებს მოსწონთ როდესაც ქალი გამუდმებით უვლის თავს, გამოიყურება თვალისმომჭრელად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს სპეციალურად მათთვის კეთდება. გაიპრანჭეთ, იყავით სექსუალური და ლამაზი, ოღონდ ფრთხილად ზედმეტი არ მოგივიდეთ და ნუ აფიქრებინებთ მამაკაცს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისკენ არაა მიმართული, რადგან თუ გაუჩნდა ეჭვი რომ სხვების მოხიბვლასაც ცდილობთ ეს დამატებით პრობლემებს შეგიქმნით.

მეგობრობა ყოფილთან - დავუშვათ მამაკაცისა და ქალის მეგობრობა შესაძლებელია, მაინც არ გიღირთ ყოფილ შეყვარებულთან ამის გამოცდა. არ არსებობს „ჩვენ შევძელით მეგობრებად დარჩენა“ და ვინც ამას იტყვის ის უბრალოდ თავს იტყუებს. თქვენმა შეყვარებულმა ეს იცის და შესაბამისად ლოგიკურია არ მოსწონდეს თქვენი და თქვენი ყოფილის მეგობრობა. წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას, თქვენ აიტანდით თქვენი მამაკაცისა და მისი ძველი სიყვარულის მეგობრობას? წარსული წარსულში უნდა დატოვოთ, ეს აქსიომაა.

გაბუტვა მისთვის უცნობი მიზეზით და უმიზეზოდ. გაიგეთ ბოლოს და ბოლოს მამაკაცებს არ აქვთ ტელეპატიური უნარები, არ ესმით „ნამიოკები“ ისინი ვერ იგებენ თქვენი ემოციების მიხედვით თქვენს ფიქრებს და კარგი იქნება თუ ლაპარაკს ისწავლით. ცრემლები ახსნა-განმარტების გარეშე მას აბნევს. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცებს არ უყვართ გაურკვევლობა, ამიტომ ეცადეთ თქვენი ფიქრები და გრძნობები სიტყვებით გადმოსცეთ რადგან სხვაგვარად ისინი ვერაფერს იგებენ.

ქრონიკული დაგვიანებები და კატასტროფულად ხანგრძლივი მზადების პროცესი. 5 წუთით დაგვიანება ეს სასოამოვნოც კია, მაგრამ არ ღირს ალოდინოთ ის დიდხანს. მამაკაცისთვის ასევე გამარიზიანებელია როდესაც ერთად სადმე მიდიხართ და თქვენ მომზადებას ძალიან დიდ დროს ანდომებთ.

ტოტალური კონტროლი - ეს ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. მამაკაცებს სძულთ დაკითხვები ეჭვიანობის ნიადაგზე, მისი ტელეფონის, სოციალური ქსელის გვერდის, მესიჯებისა და ტელეფონის შემოწმება. ნუ ეცდებით საყვარელი მამაკაცის კონტროლს, ამით თქვენ ურთიერთობას უსიამოვნო რეჟიმში გადაიყვანთ და ნელ-ნელა დაკარგავთ იმ ყველაფერს რაც ასე ძვირფასია თქვენთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100