სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 რამ ქორწინების შესახებ. ეს ყველა წყვილმა უნდა იცოდეს

ამ პოსტის ავტორი 24 წლის განმავლობაში იყო დაოჯახებული, რის შემდეგად მან დაასახელა 12 რამ ქორწინების შესახებ. გთავაზობთ მისი პოსტის თარგმანს.

ქორწინება ყველა ქალისთვის არაა, რადგან ეს მძიმე სამუშაო გახლავთ

ქორწინება არ ნიშნავს ყოველთვის მიიღო ის რაც გინდა. ეს არ არის დიქტატურა. ეს არ არის სურვილი იყო მუდამ გამარჯვებული, რადგან ამ შემთხვევაში მეორე ადამიანი მუდმივად დამარცხებული იქნება.

ქორწინება არ არის ზუსტი მეცნიერება. ის ჭეშმარიტად მარტივ პრინციპებზეა დაფუძნებული, ისეთებზე როგორიცაა სიკეთე, პატივისცემა, ლოიალურობა და სხვა მსგავსი ცნებები.

ქორწინება არ არის მოდა, ეს არის ის რაც მუდმივად რჩება სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენად.

ქორწინება თვითსტიმულირებადი არ გახლავთ. როდესაც დიდხანს ხარ ერთ ადამიანთან ეს შესაძლოა რუტინაში გადაიზარდოს, მუდმივად გაახალისე ურთიერთობა.

ქორწინება კოლექციონერობა არ არის, სიხარული მატერიალურ ნივთებს არ მოაქვთ. უნდა მიხვდე, რომ ქორწინებაში ცხოვრება ეს უკვე განსაკუთრებული და კარგი მოვლენაა.

ქორწინება არ არის მოუთმენელი ადამიანებისთვის, ზოგიერთ რაიმეს განვითარებისთვის დრო სჭირდება. ნუ იჩქარებ.

ქორწინება არ არის ადგილი კრიტიკისთვის და არც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. თუ ქორწინებაში რაიმე მსგავსი ხდება ეს ურთიერთობას ანგრევს.

თუ ქორწინებისგან გინდა მხოლოდ ბავშვები, შენ ძალიან დიდ შეცდომას უშვებ.

ქორწინება არ არის მოსაწყენი. ეს არის ორი სიცოცხლე ერთ ადგილას - ეს ყოველთვის სახალისოა.

ქორწინება არ არის კონფლიქტის არარსებობა, მაგრამ თუ თქვენი ისწავლით პრობლემების მოგვარებას და იპოვით კომპრომისს - ბედნიერების გასაღები თქვენს ხელში იქნება.

და ბოლოს გირჩევთ კარგად ჩაუფიქრდეთ ზემოჩამოთვლილ ფაქტებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100