სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი სიყვარული შეგიძლიათ? - ტესტი

თანამედროვე ფსიქოლოგები გამოყოფენ ექვსი სახის სიყვარულს: ეროსი, თამაში, დაგროვება, პრაგმა, მანია, აგაფე. ამ ტესტის საშუალებით თქვენ გაიგებთ 6–იდან , რომელი სახის სიყვარული შეგიძლიათ.

კითხვარის ინსტრუქცია: შეაფასეთ თითოეული დებულება 1 დან – 5 ქულამდე.


1 – სრულიად არ ვეთანხმები
2 –
ნაწილობრივ არ ვეთანხმები
3 –
მიჭირს პასუხის გაცემა
4 –
ნაწილობრივ ვეთანხმები.
5 –
სრულიად ვეთანხმები.

მონიშნეთ თქვენთვის შესაბამისი ქულა პასუხის გასწვრივ.
ეცადეთ იყოთ გულახდილები!

1) მე და ჩემმა პარტნიორმა ერთმანეთისადმი ლტოლვა პირველივე შეხვედრისთანავე ვიგრძენით. 1 2 3 4 5

2) მე და ჩემი პარტნიორი ფიზიკურად კარგად ვეწყობით 1 2 3 4 5

3) სექსუალური აქტი ძალიან ინტენსიური და კმაყოფილების მომტანია ჩემთვის და ჩემი პარტნიორისათვის. 1 2 3 4 5

4) ვგრძნობ, რომ მე და ჩემი პარტნიორი ერთმანეთისათვის ვართ გაჩენილები1 2 3 4 5

5) მე და ჩემი პარტნიორი ძალიან ადვილად ვერთვებით სასიყვარულო აქტში1 2 3 4 5

6) მე და ჩემს პარტნიორს ნამდვილად გვესმის ერთმანეთის 1 2 3 4 5

7) ჩემი პარტნიორი ფიზიკური სილამაზის ჩემეულ სტანდარტებს სავსებით შეესაბამება 1 2 3 4 5

8) ვცდილობ ჩემს პარტნიორს მცირეოდენ გაურკვევლობის შემთხვევაში არ ვუთხრა ჩემი მისადმი დამოკიდებულება 1 2 3 4 5

9) მჯერა, რომ ის რაც ჩემმა პარტნიორმა არ იცის ჩემს შესახებ, მას დიდათ არც ენაღვლება 1 2 3 4 5

10) ზოგჯერ ვცდილობ, რომ ჩემმა ორმა პარტნიორმა არ იცოდეს ერთმანეთის არსებობა 1 2 3 4 5

11) სასიყვარულო ურთიერთობებიდან ადვილად და სწრაფად გამოვდივარ1 2 3 4 5

12) ჩემს პარტნიორს ეწყინებოდა რომ გაეგო რა მიკეთებია სხვებთან 1 2 3 4 5

13) როდესაც პარტნიორი ზედმეტად მომეჯაჭვება მინდება ხოლმე ჩვენს შორის დისტანციის გაზრდა 1 2 3 4 5

14) სასიყვარულო თამაში ბევრ განსხვავებულ პარტნიორთან მიყვარს 1 2 3 4 5

15) კარგა ხანს ვერ ვხვდები ხოლმე რომ თურმე ადამიანი შემიყვარდა 1 2 3 4 5

16) ადამიანი რომ შემიყვარდეს ჯერ უნდა ვიგრძნო მისგან გულწრფელი ყურადღება და მზრუნველობა 1 2 3 4 5

17) ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს იმათთან, ვისთანაც ოდესმე სასიყვარულო ურთიერთობები მქონია 1 2 3 4 5

18) საუკეთესო სიყვარული ხანგრძლივი მეგობრობიდან იწყება 1 2 3 4 5

19) ძნელი სათქმელია მე და ჩემმა პარტნიორმა როდის ვიგრძენით რომ გვიყვარს ერთმანეთი 1 2 3 4 5

20) სინამდვილეში სიყვარული არის მეგობრობა და არა იდუმალი, მისტიკური ემოცია 1 2 3 4 5

21) ჩემთვის ყველაზე ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობები კარგი მეგობრობიდან იწყებოდა 1 2 3 4 5

22) კარგად ავწონ – დავწონი რა გეგმები აქვს ადამიანს ცხოვრებაში, სანამ გადავწყვეტ მასთან ინტიმურ ურთიერთობას 1 2 3 4 5

23) ვცდილობ ჯერ გულდასმით დავგეგმო ჩემი ცხოვრება და მერე ავირჩიო პარტნიორი 1 2 3 4 5

24) უკეთესია როცა გიყვარს შენივე წრიდან გამოსული ადამიანი 1 2 3 4 5

25) მთავარია, რითაც ვხელმძღვანელობ პარტნიორის შერჩევის დროს არის ის, თუ რა გავლენას იქონიებს იგი ჩემს ოჯახზე 1 2 3 4 5

26) პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორია იქნება თუ არა იგი კარგი მშობელი 1 2 3 4 5

27) პარტნიორის არჩევისას ერთ – ერთი მოსაზრებაა რა გავლენას იქონიებს იგი ჩემს კარიერაზე 1 2 3 4 5

28) სანამ სასიყვარულო ამბავში გადავარდები ვცდილობ გავითვალისწინო რა გენეტიკური მემკვიდრეობის მატარებელია ჩემი პარტნიორი, ვთქვათ და შვილი გვეყოლა 1 2 3 4 5

29) როცა ჩემსა და ჩემს პარტნიორს შორის ურთიერთობა ფუჭდება, კუჭი მეშლება 1 2 3 4 5

30) როცა სასიყვარულო ურთიერთობები მენგრევა ისეთ დეპრესიაში ვარდები, რომ თვითმკვლელობაზეც ვფიქრობ 1 2 3 4 5

31) ზოგჯერ ისე ვარ შეყვარებული, რომ ღამეები არ მძინავს 1 2 3 4 5

32) როცა ჩემი პარტნიორი არ მაქცევს ყურადღებას, ავად ვხდები 1 2 3 4 5

33) როცა შეყვარებული ვარ არაფერზე შემიძლია ყურადღების კონცენტრაცია 1 2 3 4 5

34) მოსვენება მეკარგება თუკი ვიეჭვიანებ, რომ ჩემს პარტნიორს შეიძლება სხვა ვინმე ჰყავდეს 1 2 3 4 5

35) თუ ჩემი პარტნიორი ცოტა ხნით ყურადღებას არ მაქცევს, ზოგჯერ ვაკეთებ რაღაც სისულელეებს, რომ მისი ყურადღება მივიპყრო 1 2 3 4 5

36) ვცდილობ მთელი ჩემი ძალებით დავეხმარო ჩემს პარტნიორს როცა მას ცხოვრებაში სიძნელეები ექმნება 1 2 3 4 5

37) მირჩევნია მე დავიტანჯო, ვიდრე დაიტანჯოს ჩემი პარტნიორი 1 2 3 4 5

38) ვერ ვიქნები ბედნიერი თუ ჩემი პარტნიორის ბედნიერება საკუთარ ბედნიერებაზე წინ არ დავაყენე 1 2 3 4 5

39) მზად ვარ ჩემი სურვილები დავთმო იმისათვის, რომ ჩემმა პარტნიორმა თავისი სურვილები შეისრულოს 1 2 3 4 5

40) ყველაფერი რაც მაბადია ჩემს პარტნიორს ეკუთვნის1 2 3 4 5

41) მაშინაც, როცა მიბრაზდება ჩემი პარტნიორი მე ის მაინც ძლიერ და უსიტყვოდ მიყვარს 1 2 3 4 5

42) ჩემი პარტნიორის გულისათვის მე ყველაფერს ავიტან 1 2 3 4 5

გასაღები

კითხვები დაყავით შემდეგნაერად: 1-7, 8-14, 15-21, 22-28, 29-35, 36-42, შემდეგ დაითვალეთ თითოეულ დაყოფილ კითხვაზე დაგროვილი ქულები და დაყოფის შესაბამისად შეკრიბეთ შემოხაზული ქულები. იმ დაყოფაში რომელშიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებთ, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ეს სიყვარულის სტილი არის თქვენში წამყვანი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია ორი ტიპის თვისებები იყოს თქვენში წამყვანი.

1 – 7 მიღებული ყველაზე მეტი ქულა – ეროსი

8 – 14 მიღებული ყველაზე მეტი ქულა – თამაში

15 – 21 მიღებული ყველაზე მეტი ქულა – დაგროვება

22 – 28 მიღებული ყველაზე მეტი ქულა – პრაგმა

29 – 35 მიღებული ყველაზე მეტი ქულა – მანია

36 -42 მიღებული ყველაზე მეტი ქულა – აგაფე

ეროსი: სიყვარული – ვნება, რომელიც ძლიერი სექსუალური მიზიდულობით ხასიათდება. ეროსის სიყვარულის ფორმის დროს პარტნიორის შერჩევის დროს წამყვანი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ გარეგნობას. ასეთი სიყვარული იწყება და ვითარდება ძალიან სწრაფად. პარტნიერებთან, რომელთანაც წამყვანია ეროსის სიყვარულის ფორმა რეალურად თვლიან რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები და ახასიათებთ ძლიერი სექსუალური ლტოლვა.

თამაში: ამ სიყვარულის ფორმის მქონე ადამიანები სიყვარულს არ აღიქვამენ სერიოზულად. ამ სიყვარულის ფორმის ადამიანები ხშირ შემთხვევაში ეგოისტები არიან, რადგანაც მათ ამოძრავებთ საკუთარი სიამოვნების მიღების სურვილი და არ ითვალისწინებენ პარტნიორის სურვილებს და ემოციებს. სიყვარულს განიხილავენ როგორც თამაშს, რომელსაც ბევრ პარტნიორთან თამაშობენ და შესაბამისად ისწრაფიან მრავალ პარტნიორულ ურთიერთობისკენ, მაგრამ არცერთ პარტნიორთან ურთიერთობა არ არის ხანგრძლივი. მისი დევიზია: ,,მე მიყვარს სიყვარულის თამაში ყველასთან.”

დაგროვება: ეს სიყვარულის უფრო წმინდა და მშვიდი სასიყვარულო ურთიერთობის ფორმაა, რომელიც საწყის იღებს მეგობრობიდან და ნელ – ნელა ვითარდება. ასეთ პარტნიორებს ხშირ შემთხვევაში გააჩნიათ საერთო წარმოდგენები და შეხედულებები. ეს არის თბილი და მყარი მეგობრული სიყვარული. ამ სიყვარულის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი მახასიათებლებით გავდნენ პარტნიორები ერთმანეთს. ამგვარი სიყვარულის დროს ადამიანი ყოველთვიას დარწმუნებულია იმაში, რომ ნახავს მხარდაჭერას და გაგებას თავის პარტნიორში. დაგროვება ახერხებს სიყვარულისა და მეგობრობის შერწყმას.

პრაგმა: ლოგიკური ან რაციონალური სიყვარული, რომელიც ემყარება მეორე ადამიანის მონაცემების გულმოდგინე დაანგარიშებას. ტრადიციულად ამ სიყვარულის ფორმას აგრეთვე ეძახიან გათვლით სიყვარულს. ამ დროს პარტნიორებმა კარგად იციან რა უნდათ ერთმანეთისგან. ასეთი სიყვარული აიგება ვაჭრულ, ფინანსური გარიგების საფუძველზე. პრაგმა მსოფლიოში ცნობილია როგორც სიყვარული კონტრაქტით.

მანია: ძალიან ემოციური სიყვარულის ფორმაა, წააგავს ექსტრემალურ სპორტს. მანიით შეპყრობილი შეყვარებულები, მერყეობენ ,,სამოთხესა” და ,,ჯოჯოხეთს” შორის, ბედნიერებასა და სასოწარკვეთილებას შორის. ეს ფორმა შეეფერება გავრცელებულ სტერეოტიპს, რომელსაც უწოდებენ რომანტიულ სიყვარულს, ეს არის გაუხედნავი ლტოლვა. სტატისტიკურად ეს სიყვარულის ფორმა გავცელებულია სიყვარულის ნიადაგზე მომხდარ თვითმკვლელობებში.

აგაფე: საპირპიროა თამაშის სიყვარულის ფორმის. ეს არის ისეთი სიყვარული როდესაც ადამიანი არ ფიქრობს საკუთარ თავზე და მისთვის პირველადი მნიშვნელობის არის მისივე პარტნიორი და ფიქრობენ მხოლოდ იმაზე თუ რითი შეიძლება ასიამოვნონ თავის პარტნიორს. ასეთი სახის ურთიერთობაში უფრო მეტი სულიერებაა, ვიდრე ფიზიკური ლტოლვა ეს ურიერთობა აგებულია უანგარო, უპრეტენზიო სიყვარულზე. ეს არის რაინდული სიყვარული.

აგრეთვე მკვლევარებმა დაადგინეს, რომ რეალურ ცხოვრებაში სასიყვარულო ურთიერთობა უფრო ძლიერი და ხანგრძლივია, როდესაც პარტნიორებს მსგავსი სიყვარულის სტილი გააჩნიათ. ამ ჩამოთვლილ სიყვარულის ფორმებიდან სიძლიერით და ხანგრძლივობით ხასიათდება ეროსის სიყვარულის ფორმა, ხოლო ხანმოკლეობით და სისუსტით ხასიათდება თამაშის სიყვარულის ფორმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100