რა უნდა მიირთვათ დეპრესიისა და დაღლილობის დასაძლევად, წონაში მომატების გარეშე?

დაღლილობა, დაბნეულობა, არასტაბილური განწყობა, გაღიზიანება და აპათია ჩამოთვლილი გამოვლინებები სეზონურ დეპრესიას, ახასიათებს.

გთავაზობთ სპეციალისტების რჩევებს, მათი დახმარებით მოახერხებთ მიირთვათ ის პროდუქტები, რომლებიც ზემოაღნიშნულ პრობლემებს წონის მომატების გარეშე მოგიგვარებთ.

სიამოვნების ჰორმონის გამომუშავებაში ადამიანის ორგანიზმს ეხმარება ‘’B’’ჯგუფის ვიტამინები(განსაკუთრებით ‘’B 9’’ და ფოლიუმის მჟავა). ასევე ‘’C’’ ‘’E’’ ‘’ომეგა-3’’ და მინერალები -კალცი,მაგნიუმი და სელინი.

გახდომის მსურველი ქალბატონები პირველ რიგში ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებს ამცირებენ საკუთარ რაციონში, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. თუმცა ამ ვიტამინის სრული უგულებელყოფა არასწორია. ნახშირწყლების დეფიციტი იწვევს ტვინში ‘’ტრიფტოფანის’’ კლებას რაც თქვენს ხასიათზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. აუცილებლად უნდა მიიღოთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები ოღონდ მცირე რაოდენობით.

‘’B’’ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: კვერცხი, ბრინჯი, ლობიო, სიმინდი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კაკალი, მზესუმზირა, ორაგული, ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი, ასევე ცხვრის ხორცი.

‘’C’’ ვიტამინს შეიცავს თითქმის ყველა ციტრუსოვანი პროდუქტი. ასევე ხილი და ბრიუსელური კომბოსტო.

სელინით არის მდიდარი ზღვის მარილი, ასევე ორგანოს ხორცი (ღვიძლის, თირკმლის, გულის), ზღვის პროდუქტები, სოკო.

მაგნიუმით არის გაჯერებეული ნუშისა და გოგრის თესლი. ასევე ავოკადო, ბანანი, ალუბალი, სტაფილო, ატამი, კომბოსტო, წიწიბურა, ბრინჯი, ფეტვი და შვრია.

კალციუმით არის მდიდარი რძის პროდუქტები, ოხრახუში, სეზამის თესლი, თევზი, თალგამი.

ომეგა 3-ითა და ვიტამინს ‘E’-თი მდიდარია თევზი, კვერცხი, თევზის ზეთი და ზეითუნის ზეთი.

კომენტარი