5 ნიშანი, რომ ქალი თქვენთან ერთობა და დროს ტყუილად კარგავთ

ნებისმიერ კაცს სიამოვნებს სახალისო ფლირტი, მაგრამ არსებობენ ქალებიც, რომლებიც პარტნიორთან თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ზედმეტი პასუხისმგებლობის აღების ეშინიათ. გთავაზობთ 5 ნიშანს, რომელიც გიჩვენებთ, რომ ქალი ურთიერთობას სერიოზულად არ უყურებს.

1. გადაჭარბებული რომანტიკული პაემნები: სანთლის შუქზე ვახშამი სასიამოვნოა, მაგრამ ზედმეტი რომანტიკა ჰოლივუდის მელოდრამებშიც კი მოსაბეზრებელია. როდესაც ქალი მხოლოდ ისეთ რესტორნებში გხვდებათ, რომლებიც განმარტოებით მდებარეობს, ეს იმის ბრალია, რომ არ სურს, მეგობრებმა პარტნიორთან ერთად დაინახონ. როდესაც ცნობილ ბარში ან ხალხმრავალ კლუბში წასვლას შესთავაზებთ, მისი პასუხი არ მოგეწონებათ.

2. მობილურში მისი აქტიურობა ციებ-ცხელებას ჰგავს: მაგალითად, თუ ერთ ღამეს 20-ზე მეტი სასიყვარულო ტექსტი გამოგიგზავნათ ან ლამაზი სიტყვების შემცველი მესიჯები მიიღეთ, მომდევნო დღეებში კი ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ზრდილობის გამო გწერთ ან თქვენს შეტყობინებაზე პასუხის გაცემა არ იკადრა, თავს პატივი ეცით და აღარ შეხვდეთ; "იქნებ არ სცალია?" "რამე ხომ არ დაემართა?" "არასწორად მოვიქეცი?" - ამაზე ფიქრით თავს ნუ შეიწუხებთ - სიმართლე ისაა, რომ სხვას ხვდება.

3. როგორც უნდა სძულდეს ადამიანს სოციალური ქსელი, თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად ძლიერად იჭრება მის ცხოვრებაში, თითქმის სანთლით საძებარია ადამიანი, რომელსაც "ფეისბუქი" ან "ტვიტერი" არ აქვს. თუ დათაგული ფოტოდან, სადაც ერთად ხართ გადაღებული, სრულიად "შემთხვევით" საკუთარი სახელი ამოშალა ან მის ფოტოალბომში თქვენი ფოტოები არაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობრებს თქვენი არსებობის შესახებ უმალავს.

4. თუ არ ინტერესდება, როგორი სამუშაო გარემო გაქვთ, რა მოგწონთ ან გაინტერესებთ, ეს იმიტომ ხდება, რომ მას არ სურს, "ზედმეტ დეტალებზე" დრო და ენერგია დახარჯოს.

5. თუ პაემნიდან ერთ კვირაში სიყვარულს გიხსნით ან გეუბნებათ, რომ ერთი ნახვით შეუყვარდით, დროა მისი ნომერი წაშალოთ.


კომენტარი