სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შესაფერისი პროფესია ქალისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი - მმართველი პლანეტა მარსი. შეესაბამება იურისპრუდენცია, ადვოკატურა, პიარისა და რეკლამის სფერო, ჟურნალისტიკა.

კურო - მმართველი პლანეტა ვენერა. შეესაბამება საფინანსო სფერო, პარფიუმერია-კოსმეტიკის ბიზნესი, თავის მოვლის საშუალებები; ასევე, მუსიკა - ვოკალის განხრით.

ტყუპი - მმართველი პლანეტა მერკური. შეესაბამება ვაჭრობა-კომერცია, სარეკლამო ბიზნესი, ჟურნალისტიკა, პუბლიცისტიკა, დრამატურგია.

კირჩხიბი - მმართველი პლანეტა მთვარე. შეესაბამება პედაგოგიკა, სარესტორნო ან კვების ინდუსტრიაში საქმიანობა, კოსმეტოლოგია.

ლომი - მმართველი პლანეტა მზე. შეესაბამება სამსახიობო სარბიელი, შოუ-ბიზნესი, მოდის ინდუსტრია, საზოგადოებასთან ურთიერთობა და პიარი.

ქალწული - მმართველი პლანეტა მერკური. შეესაბამება მედიცინის სფერო, სააფთიაქო ან ფარმაცევტული ბიზნესი, საფინანსო-საბანკო საქმე.

სასწორი – მმართველი პლანეტა ვენერა. შეესაბამება სამოდელო ბიზნესი. იურისპუდენცია. საკონსულტაციო საქმიანობა. ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინი.

მორიელი – მმართველი პლანეტა პლუტონი. შეესაბამება ექსპერტ-კრიმინალისტის საქმიანობა. ნეირო-ქირურგია. ფსიქოლოგის პროფესია. პოლიტიკური სარბიელი.

მშვილდოსანი – მმართველი პლანეტა იუპიტერი. შეესაბამება ვეტერინარის პროფესია. არქიტექტურა-დიზაინი. სარეკლამო სფერო. მისთვის კარგია სპორტული სარბიელი ან მოცეკვავის კარიერა.

თხის რქა – მმართველი პლანეტა სატურნი. შეესაბამება ადმინისტრაციული საქმიანობა. სამართალმცოდნეობა. სამეცნიერო-კვლევითი სფერო. მედიცინის დარგები – განსაკუთრებით ტრამვატოლოგია.

მერწყული – მმართველი პლანეტა ურანი. შეესაბამება ინტერნეტ-კომერცია. პიარ-ტექნოლოგიები. ფსიქოლოგის ან ნევროლოგის პროფესია. პოლიტოლოგია.

თევზები – მმართველი პლანეტა ნეპტუნი. შეესაბამება მსახიობის, ფერმწერის, მუსიკოსის პროფესია. ბავშვთა ფსიქოლოგია. ხელოვნებათმცოდნეობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100