სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 ფრაზა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

წარუმატებლობა - ეს მხოლოდდა მხოლოდ მეორედ და უფრო გულმოდგინედ დაწყების შანსია (ჰენრი ფორდი)

თუ პრობლემა მოგვარებადია, მასზე ნერვიულობა არ ღირს, გადაუწყვეტელ პრობლემებზე ნერვიულობა კი უაზრობაა (დალაი ლამა)

თუნდაც ძალიან ნიჭიერი იყოთ და ბევრს შრომობდეთ, ზოგიერთი შედეგის მიღწევას დრო სჭირდება. მაგალითისთვის თქვენ ვერ გეყოლებათ შვილი ერთ თვეში მაშინაც კი თუ 9 ქალს დააორსულებთ (უორენ ბაფეტი)

ცხოვრებაში ერთხელ ფორტუნა ყოველი ადამიანის კარზე აკაკუნებს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ამ დროს ზის უახლოეს ლუდის ბარში და კაკუნის ხმა არ ესმის (მარკ ტვენი)

ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი გახლავთ ის, რომ ძალიან მალე ვუშვებთ ხელებს დაბლა. წარმატებისკენ მიმავალი სწორი გზა კი მუდმივ ცდაშია (ტომას ედისონი)

პირადად მე მიყვარს მარწყვი ნაღებით, მაგრამ თევზი რატომღაც უპირატესობას ჭიებს ანიჭებს, ამიტომ როდესაც სათევზაოდ მივდივარ, მე ვფიქრობ იმაზე თუ რა უყვარს თევზს და არა იმაზე თუ რა მიყვარს მე (დეილ კარნეგი)

დილით გაღვიძებისას საკუთარ თავს ჰკითხეთ „რა უნდა გავაკეთო“ ძილის წინ კი დასვით შეკითხვა „რა გავაკეთე?“ (პითაგორა)

ღარიბი, წარუმატებელი, უბედური და ავადმყოფი არის ის ვინც ხშირად იყენებს სიტყვას „ხვალ“ (რობერტ კიოსაკი)

მოხუცები ახალგაზრდებს ხშირად ურჩევენ ფულის დაგროვებას. ეს ცუდი რჩევაა. ნუ მოაგროვებთ ფულს. დააბანდეთ ის საკუთარ თავში. მე ჩემს ცხოვრებაში ერთი დოლარიც კი არ გადამინახავს მანამ სანამ 40 წლის არ გავხდი (ჰენრი ფორდი)

მე ეს მინდა, რაც ნიშნავს, რომ ეს იქნება. (ჰენრი ფორდი)

მე არ დავმარცხებულვარ, მე უბრალოდ ვიპოვე 10 ათასი მეთოდი, რომლებიც არ მუშაობს (ტომას ედისონი)

მძიმე სამუშაო ეს არის დაგროვილი მარტივი სამუშაო, რომელიც თქვენ არ გააკეთეთ მაშინ როცა საჭირო იყო. (ჯონ მაკსველი)

ადრე მე ვამბობდი „იმედი მაქვს ყველაფერი შეიცვლება“. მოგვიანებით კი მივხვდი, ცვლილებების ერთადერთი საშუალება არსებობს „შეცვალო თავად“ (ჯიმ რონი)

გაკვეთილი, რომელიც მივიღე და რომელსაც ყოველთვის ვითვალისწინებ მდგომარეობს შემდეგში „უნდა ეცადო, ეცადო, ეცადო და ისევ ეცადო - და არასოდეს არ დანებდე“ (რიჩარდ ბრენსონი)

გააკეთე დღეს ის რაც არ სურთ სხვებს და ხვალ იცხოვრებ ისე როგორც სხვები ვერ შეძლებენ. (ჯარეედ ლეტო)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100