როგორ დავამარცხოთ დეპრესია?

სავარჯიშო. მთელი დღის განმავლობაში აუცილებლად 15-30 წუთი გაისეირნე გარეთ, ისე უბრალოდ.. ან ეს დრო დაუთმეთ სპორტს და ცეკვას.. დეპრესიის დროს დღეში თუნდაც 15 წუთით ასეთი აქტივობებით დატვირთვა დაგეხმარებათ. დამერწმუნეთ, როგორც კი შეატყობთ თავს, რომ ცუდ ხასიათზე ხართ, ან მეტის გაძლება აღარ შეგიძლიათ (რაც თინეიჯერულ ასაკში ძალიან აქტიური პრობლემაა) ფიზიკური დატვირთვა, ცეკვა, იოგა, თუნდაც რაიმე უბრალო სახის ვარჯიში ძალიან დაგეხმარებათ.

მეორე საკითხი ეს კვების რაციონია, რომელიც მდიდარი უნდა იყოს ბოსტნეულითა და ხილით.. დეპრესიის აღმოსაფხვრელად ეს ეტაპი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი კვების მენიუ დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე და გაწყობაზეც. ამიტომ მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული და ყველაზე მთავარი, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს თქვენი სურვილით.

გულახდილობა. ეს ეტაპი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი დეპრესიის მიზეზი შესაძლოა კონკრეტული საკითხი აღმოჩნდეს, მაგრამ მთავარი გამომწვევი სწორედ ის არის, რომ გვინდა ვინმეს გადავუშალოთ გული. ეცადეთ მეგობრებთან მეტი კონტაქტი გქონდეთ, მოუყვეთ თქვენზე, თუნდაც ნუ ეტყვით ყველაფერს, რაღაცეები ალეგორიულადაც. მთავარია თქვენი გულიდან ამოვიდეს ის, რასაც ასე საგულდაგულოდ ინახავთ.

გამოხატე. დეპრესიის დროს თქვენი კრიატივი შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს. ამიტომ ეცადეთ ეს ყველაფერი გამოიყენოთ ხელოვნებაში, მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ყველაფერისგან. ხატვა, წერა ლექსების, პოემის და ა.შ და რაც მთავარია, თქვენს შემოქმედებაში გამოაჩინეთ მეტი პოზიტივი. ამ დროს სასურველია კარგი წიგნების კითხვა და პოზიტიური განწყობის ფილმების ყურება,

დაინახე ნათელი მხარე. დეპრესიის ყველაზე ცუდი გამოხატულება, ეს არის დაინახო ყველაფერი მუქ ფერებში. ეცადე იფიქრო საუკეთესო რამეებზე, თუნდაც ეს არ არსებობდეს შენს ცხოვრებაში, რადგან ადრე თუ გვიან ის რაც გვწადია აუცილებლად ჩვენს ხელთ იქნება. დაგეგმე მომავალი საუკეთესოსკენ.. როგორც კი იგრძნობ, რომ ცუდმა ფიქრებმა შემოიგიტია, განაგდე ისინი და მოიშორე. გაიხსენე შენი წარსულის კარგი მომენტები ან მომავალი საოცნებო გეგმები.



კომენტარი