სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რჩევები გახდომისათვის

ყველას გვსურს, რომ ვიყოთ ფორმაში, ზედმეტი კილოგრამების გარეშე. შემოგთავაზებთ ძალიან ეფექტურ, მარტივ და რეალურ რჩევებს.

1. პრესი და კიდევ ერთხელ პრესი, დამერწმუნეთ ყველაზე დიდი ეფექტი აქვს პრესის გაკეთებას, მაგრამ მას მისი ნორმები აქვს. თუ გადაწყვიტეთ პრესების გაკეთება პირველად უნდა დაიწყოთ 20 პრესით, მეორე დღეს 30, და ასე 10-ით მომატებით ყოველ დღე. უნდა გააგრძელოთ 100-მდე. 100-ის ზევით აღარ ახვიდეთ. პირველ ერთ კვირას იგრძნობთ საკმაო დაძაბულობას. ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია, რომ ვარჯიშის დროს კარგად მოქმედებს ”მაგალითის” ყურება. ჩართეთ FTV!

2. ოჰ, ფეხები და ბარძაყები – საუკეთესო ვარჯიშია ე.წ. “ფეხების დაფერთხვა, დადექით და 20 დან 30 წუთამდე პირველ დღეს ”დაფერთხეთ” ფეხები ისე, რომ გეტკინოთ, შედეგს დაინახავთ 1 კვირაში

3. ყველას გვსურს გამოყვანილი წელი, ამისათვის დავდგეთ და გადავიხაროთ ჯერ მარჯვნივ, ისე რომ ზედმეტი “ქონები” მოგვეკეცოს, გავჩერდეთ რამოდენიმე ხანი, ანალოგიურად მარცხნივაც. საოცარი ეფექტი აქვს რგოლს, იყიდეთ და ატრიალეთ სახალისოცაა და ეფექტური. თუ რგოლი არა გვაქვს, როგორც რგოლს ვატრიალებთ ისე ვამოძრავოთ მუცელი.

4. გასახდომათ ძალიან კარგი საშუალებაა პიტნის ჩაი. მომზადების წესი-ჭურჭელში ჩაყარეთ 1 ს/კ პიტნა, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 15-20 წუთი თავდახურული გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ ნაყენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, როგორც სპაზმოლიტური და შარდმდენი საშუალება. დალიეთ მსუბუქი საჭმლის შემდეგ.

5. დამეთანხმებით, რომ ეს რამოდენიმე დღიანი დიეტები, ვითომ და 5 დღეში 3 კილოს დაკლება რაღაც არარეალურია. გამორიცხეთ ნელ-ნელა რაციონიდან ცომეული, ცხიმიანები, ანუ ზეთი და კარაქი, 7 ის მერე არ ჭამოთ, შეამცირეთ შაქრის და მარილის რაოდენობა და შედეგს დაინახავთ ორ კვირაში როგორ დაიკლებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100