სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ დავიცვათ თავი ფეისბუქ-ვირუსებისგან?

სოციალურ ქსელ ფეისბუქის წარმომადგენლები ვირუსებს ებრძვიან, პრობლემის მოგვარებამდე კი ისინი მომხამრებლებს რამდენიმე რჩევას აძლევენ.

მოგეხსენებათ ფესიბუქში გავრცელდა ვირუსი, რომელიც თქვენს მეგობრებს თქვენგან დამოუკიდებლად თქვენთვის უცნობ ლინკებს უგზავნის. ლინკის გახნის შემთხვევაში ვირუსდება არამხოლოდ ფეისბუქ გვერდი არამედ თქვენი კომპიუტერიც, რაც ვირუსის ავტორებისთვის ხელმისაწვდომს ხდის თქვენს კომპიუტერსა და ფეისბუქ გვერდზე არსებულ ყველა ინფორმაციასა და დოკუმენტს.

ფეისბუქის პროგრამისტები ვირუსისი ლიკვიდაციაზე მუშაობენ, თუმცა პრობლემის გადაჭრამდე ისინი გვირჩევენ არ გავხსნათ აღნიშნული ლინკები და ამ გზით დავიცვათ ჩვენი ფეისბუქ გვერდი და კომპიუტერი. გარდა ამისა სპეციალისტები გვირჩევენ დავირუსების შემთხვევაში კომპიუტერი კარგად შევამოწმოთ და გავწმინდოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100