სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რჩევები დიასახლისებს

1 შაქრის ნატეხს თუ ჩაიდანში წინასწარ ჩააგდებთ, მდუღარეს ჩასხმამდე, ჩაიც უფრო არომატული და მაგარი გამოვა.

2 ხახვს მოშუშვის წინ მოაყარეთ ფქვილი, ხახვი მიიღებს ოქროს ფერს და არ დაიხრაკება.
ხახვი კარგად, რომ შეწითლდეს, უმჯობესია ცხიმში ჩაამატოთ ცოტაოდები შაქრის ფხვნილი.

3 რომ შეამოწმოთ, რამდენად ახალია კვერცხი, ჩაუშვით იგი მარილიან წყალში ახალი კვერცხი ცაიძირება,ძველი ზედაპირზე ამოტივტივდება. კვერცხი მოხარშვისას არ დაიბზარება თუ ქვაბში თავდაყირა ჩადებთ თეფშს.

4 თევზის ნაჭრები შეწვისას არ ჩაიშლება, თუ წინასწარ სპეციალურ ფხვნილში ამოავლებთ.

5 შემწვარი კვერცხი ("ომლეტი") გაცილებით ნაზი და გემრიელი გამოვა, თუკი გათქვეფილ კვერცხში ოდნავ შემთბარ რძესა და ცოტაოდენ საფუარს ცაუმატებტ.

6 შაქრის ფხვნილში შეურიეთ დაფქული დარიჩინი, როზმარინი ან პიტნა. მასინ თქვენი ცაი და ყავა პიკანტურ, განსაკუთრებულ გემოს შეიძენს.

7 რაც ნაკლებ წყალს გამოიყენებთ ბოსტნეულის ხარშვისას, მით ნაკლებ ვიტამინს დაკარგავთ.გარეცხვით კი გულდასმით გარეცხეთ.

8 თუ ქათამს შეწვის წინ ცოტაოდენ არაჟანს წაუსვამთ, იგი ლამაზად დაწითლდება და დაიბრაწება. ხოლო, თუ შეწვისა შემდეგ ცივი წყლითაც დანამავთ, კანი ხრამუნა და გემრიელი გახდება.

9 უმი კვერცხი შეიძლება ისე შეინახოტ, რომ ნახევარი წელიც არ გაფუჭდეს, ამისათვის საჭიროა სპეციალური ხსნარის მომზადება.მომზადების წესი: ერთი კგ. მარილი გახსენით 5 ლ. წყალში, დაუმატეთ 2-3 ჩ/კ. გამომწვარი კირი.კვერცხი ჩალაგეთ თიხის ჭურჭელში და დაასხიტ მომზადებული ცივი ხსნარი. __ მაცივარში კვერცხი დაახლოებით ორ კვირას ინახება, ხოლო თუ მათ სათითაოდ შევახვევთ ქაღალდში და კვირაში ერთხელ გადავაბრუნებთ, შენახვის ვადა ბევრად გახანგრძლივდება.

10 თუ მაცივარი არ გაქვთ, მაშინ თითოეული კვერცხს თხლად გადაუსვით ქონი ან მზესუმზირის ზეთი, ესეც ხელს უწყობს კვერცხის დიდხანს შენახვას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100