სპეცოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5.

რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება. შსს მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი