სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ალ-ქაიდას“ მოკლული ლიდერი „მკვდრეთით აღდგა“

ალ-ქაიდას მეორე პირი, რომელიც გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გარდაცვლილად გამოაცხადა, „მკვდრეთით აღდგა“ და დაჯგუფების ერთ-ერთ ვებგვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

ალ-ლიბიმ რადიკალ ისლამისტებს მოუწოდა შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერისა და სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.

„ჩვენ ჩვენს ძმებს ირანში, იორდანიასა და თუქეთში მოვუხმობთ დაეხმარნონ თავიანთ ძმებს სირიაში“, - ამბობს ალ-ლიბი. მან ასევე დასძინა, იმედი იმისა, რომ სირიაში „რევოლუცია“ მშვიდობიანად დასრულდება აღარ არსებობს.

ამ დროისათვის შეუძებელია ზუსტი თარიღის დადგენა და იმის გამორკვევა თუ როდის იქნა აღნიშნული ვიდეო მიმართვა ჩაწერილი.

ოთხ ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში ალ-ლიბი გარდაიცვალა. მოგვიანებით აღნიშნული ფაქტი თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმაც დაადასტურა. ალ-ლიბის გარდაცვალება პაკისტანელი თალიბების ერთ-ერთმა ლიდერმაც აღნიშნა და მან ალ-ლიბის განადგურებას „დიდი დანაკარგი“ უწოდა.

ტერორისტების სულიერი ლიდერი აბი იაჰი ალ-ლიბი, რომლის ნამდვილი სახელიც მოჰამედ ჰასან ქაიდი გახლავთ, ცნობილია იმით, რომ 2005 წელს ავღანეთის ციხიდან გაქცევა მოახერხა. აუცილებელია ითქვას, რომ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესაზებ, მაგრამ მოგვიანებით ეს ფაქტი არ დადასტურდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100