სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად "გამოიზამთრეს" შარშან რუსულმა ტანკებმა (ვიდეო)

რუსულ ტყეში გასეირნება არამარტო გამაჯანსაღებელი და ორგანიზმზე დადებითად მოქმედი, არამედ შესაძლოა, სენსაციურიც აღმოჩნდეს. ურალის ოლქის უცნობმა მცხოვრებმა შარშან დათოვლილ ტყეში სიარულის დროს ორასზე მეტი... ტანკი იპოვა. ის მთელი ნახევარი საათის განმავლობაში დასეირნობდა ტანკებს შორის, უღებდა მას ვიდეოს და ეს ვიდეო ინტერნეტშიც გაავრცელა. მისთვის ხელი არავის შეუშლია - ტანკებს პატრონი არ ჰყავთ... ამ ვიდეომ საგონებელში ჩააგდო არამარტო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, არამედ სპეცსამსახურებიც, ერთ-ერთმა ლოკალურმა ტელევიზიამ კი ტანკების გამოზამთრების ადგილს სიუჟეტი მიუძღვნა.

„დრონი.ჯი“ შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ოთხი თვის წინ ერთმა რუსმა ბლოგერმა მოსკოვთან ახლომდებარე ტყეში მიტოვებული სამხედრო მანქანები და გაძარცვული ჯავშანტრანსპორტიორები იპოვა და ამასთან დაკავშირებით სტატია ჩვენს პორტალზეც გამოქვეყნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100