სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის ატომურ წყალქვეშა ნავზე ცხრასაათიანი ხანძარი ლოკალიზებულია

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ ცხრასაათიანი ხანძარი, რომელიც გაჩნდა ატომურ წყალქვეშა ნავ „ეკატერინბურგზე“, კონტროლქვეშაა. საგანგებო ვითარებათა მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ ცეცხლი ლოკალიზებულია მას მერე, რაც ნავის ნაწილობრივი ჩაძირვა მოხდა. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ რადიაციის გაჟონვა არ მომხდარა. მურმანსკის რეგიონში მყოფი ნავიდან გაიტანეს იარაღი და რეაქტორი გამორთეს. 167 მეტრიან წყალქვეშა ნავზე კვლავ იმყოფება ეკიპაჟის ნაწილი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ტემპერატურას და ნახშირორჟანგის დონეს, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. სხვადასხვა ცნობით, შვიდი პირი მოათავსეს საავადმყოფში, მაგრამ, როგორც სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა, ალექსანდრ გრიგორევმა თქვა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას იღებენ პრეზიდენტი მედვედევი და პრემიერი პუტინი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100