ტრიპოლიში რუსული იარაღის საწყობი აღმოაჩინეს

„სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, ლიბიის დედაქალაქში შეიარაღების ცარიელი საცავი აღმოაჩინეს, სადაც, სავარაუდოდ, რუსეთში დამზადებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „იგლა-ცე“ ინახებოდა.

ჟურნალისტებმა და ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch - ის წარმომადგენლებმა, ათეულობით ცარიელი ყუთი იპოვეს, სადაც იარაღის აღწერილობა ინახებოდა. იუწყებიან, რომ ნანახი დოკუმენტები ინგლისურ და რუსულ ენებზეა შესრულებული. იარაღის საწყობი, ტრიპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მუამარ კადაფის ელიტური სამხედრო ბაზის, ჰამისის ბრიგადის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.

კომენტარი