სერდიუკოვი აზერბაიჯანში ჩავიდა

დღეს, 25 ივლისს, ბაქოში, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანატოლი სერდიუკოვისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, საფარ აბიევის პირისპირ შეხვედრა შედგა. სერდიუკოვს საზეიმო დახვედრა მოუწყეს, სადაც ორივე ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა. შეხვედრაზე სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაფართოების საკითხი დადგა. იმსჯელეს რეგიონში გართულებულ მდგომარეობაზეც, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას გულისხმობს, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით. შეხვედრაზე აბიევმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო სფეროში, ისევე, როგორც სხვა მრავალ სფეროში, მიზანმიმართულად ვითარდება. შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. სერდიუკოვის ვიზიტი 26 ივლისს დასრულდება.

კომენტარი