სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუს ჯარისკაცთა დედები განგაშს ტეხენ: რა მზადდება კავკასიაში?

ამ რამოდენიმე დღის წინ, დრონი.გე წერდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახალწვეულები, მშობლებისგან მალულად, ცხინვალის რეგიონში გადაჰყავს. როგორც ჩანს, პრობლემა იმდენად მასობრივი გახდა, რომ წვევამდელთა ოჯახებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართეს. უფლებადამცველი ორგანიზაცია “სანკტ-პეტერბურგელი დედები” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლენინგრადის ოლქიდან ჯარში გაწვეული ახალგაზრდების მშობლები განგაშს ტეხენ. მათ შვილებს მასობრივად გზავნიან მოზდოკსა და ვლადიკავკაზში, იქიდან კი ცხინვალში გადაჰყავთ.

როგორც ირკვევა, არა მარტო ლენინგრადის, არამედ ნოვგოროდისა და მურმანსკის ოლქებიდანაც წვევამდელები ცხინვალში ისე იგზავნებიან, რომ მშობლებს არაფერს ეუბნებიან. უფრო სწორად ატყუებენ, რომ მათი შვილები “იქვე, ახლოს” იმსახურებენ, თუმცა ასე არ ხდება. ასეთი კონსპირაციულობა ახალგაზრდების მშობლებს ეჭვებს უმძაფრებს. ისინი ეჭვობენ, რომ ასე მასობრივად ცხინვალის რეგიონში ჯარისკაცების გადაყვანა გარკვეულ მიზნებს ემსახურება, ამიტომაც აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლება კავკასიაში რაღაცას გეგმავს. “რა მზადდება კავკასიაში?”- კითხულობენ ისინი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100