სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის თავდაცვის უწყება რუსულ ტანკებზე უარს ამბობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ გეგმავს სამამულო წარმოების ტანკების შესყიდვას მანამ, სანამ ისინი თანამედროვე მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, - ეს, ერთი შეხედვით სენსაციური განცხადება დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა გააკეთა.

„ჩვენ შევხვდით კონსტრუქტორებს, რომლებმაც თავიანთი მონახაზები წარმოგვიდგინეს, მაგრამ ამ მონახაზებისა და ვერსიების 60 პროცენტი მოძველებულია, ამიტომ ჩვენ, ჯერჯერობით, უარი ვთქვით ამ შემოთავაზებებზე“ - თქვა მინისტრმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მედიის სამხედრო მიმომხილველები ესწრებოდნენ.

მან დაამატა, რომ თავდაცვის სამინისტრო სამამულო წარმოების ტანკების მოდერნიზაციის ოპტიმალური ფორმის პოვნითაა დაინტერესებული.

„ჩვენ შევთავაზეთ კონსტრუქტორებს, ეტაპობრივად მივიდნენ ახალი ტანკის მოდელის შექმნამდე“, - თქვა სერდიუკოვმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100