სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი აღშფოთებულია: აშშ-ის კრეისერი "მონტერეი" ბათუმისკენ მოცურავს

„დრონი.ჯი“ ჯერ კიდევ 12 ივნისს წერდა იმის შესახებ, რომ აშშ-მ არად ჩააგდო რუსეთის პრეტენზიები შავ ზღვაზე და ევროპაში საკუთარი სამხედრო-საზღვაო ძალების ერთ-ერთი რჩეული, კრეისერი „მონტერეი“ გამოგზავნა.

"მონტერეი" აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ევროპულ სეგმენტში ევროპული წყლების "ეტაპობრივი ადაპტაციის მიდგომის" ფარგლებში გლობალური ანტისარაკეტო სისტემის ჩამოყალიბებისთვის გაიგზავნა, ამერიკულ-უკრაინული ერთობლივი წვრთნების, "სი ბრიზ -2011" ფარგლებში.

პროგრამის პირველ ეტაპზე, ამერიკული ხომალდების ჯგუფმა ადრიატიკის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებიდან უნდა უზრუნველყოს სამხრეთ ევროპის დაცვა ჰიპოთეკური სარაკეტო საფრთხეებისგან. რასაკვირველია, ხმამაღლა არ ცხადდება, მაგრამ ევროპისთვის პოტენციურ საფრთხედ სწორედაც რომ რუსეთია მოაზრებული. აშშ-ის ოფიაცილური ვერსიით, საჭიროების შემთხვევაში, ხომალდებს ასევე შეუძლიათ შავ ზღვაზე გადაადგილება, იმ შემთხვევაში თუ რეგიონში ვითარება გამწვავდება.

კრეისერი „მონტერეი“ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ერთ-ერთი რჩეული სამხედრო ხომალდია. ამერიკული კრეისერი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Aegis-თაა აღჭურვილი. როგორც ჩანს, მისმა გამოჩენამ შავ ზღვაში რუსეთის შეშფოთება გამოიწვია და ეს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აისახა.

173 მ სიგრძის გემს ამჟამად აშშ-ის საზღვაო ფლოტის კაპიტანი ჯეიმს კილბი მართავს. გემზე 43 ოფიცერი და 323 რიგითი შემადგენლობის მოსამსახურე იმყოფება.

რუსეთის პრეტენზიები აშშ-ს ნაკლებად აღელვებს. "მონტერეი" არათუ ჩქარობს შავი ზღვის დატოვებას, პირიქით, თვის ბოლომდე აპირებს დარჩენას და ბათუმისკენ იღებს გეზს, რაც რუსეთს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააცოფებს. გუშინ, დღის მეორე ნახევარში, აშშ-ის საელჩომ გამოაცხადა, რომ უკრაინის შემდეგ კრეისერი ბათუმის პორტში შემოვა. „ადრიატიკის“ გამოჩენა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 22 ივნისს არის დაგეგმილი და იგი ბათუმში 23 ივნისის ჩათვლით დარჩება. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ
"მონტერეი" შავი ზღვის არეალში შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი საზღვაო წვრთების ჩატარების მიზნით მოქმედებს.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის კენტ ლოგსდონის განცხადებით, "მონტერეი" რამდენიმე წელია, შავი ზღვის რეგიონში რეგულარულად არის განთავსებული და მისი სტაბილურობისა და საზღვაო უსაფრთხოებისადმი აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100