„არლი ბერკის“ კლასის საესკადრო ნაღმოსანი, აშშ–ს შეიარაღებულ ძალებში 2070 წლამდე დარჩება

აშშ–ს სამხედრო საზღვაო ძალებმა, „არლი ბერკის“ კლასის საესკადრო ნაღმოსნების შეკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ხომალდების წარმოება 2031 წლამდე გაგრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კლასის საესკადრო ნაღმოსნები, ამერიკის შეიარაღებულ ძალებში, 2070 წლამდე მაინც დარჩება.

ადრე აშშ–მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიარაღებაში 75 „არლი ბერკის“ კლასის საესკადრო ნაღმოსანი მიეღო, საიდანაც 60 ამჟამადაც ექსპლუატაციაშია, 11 მათგანი, I და II სერიის „არლი ბერკები“, მოდერნიზაციის პროგრამას გადის. თითოეული ხომალდის მოდერნიზება, რომელსაც კომპანია BAE Systems–ი აწარმოებს, სახელმწიფოს 34 მილიონი დოლარი უჯდება.

ამ პროცესის პარალელურად, აშშ–ს სამხედრო საზღვაო ძალები, ამ კლასის საესკადრო ნაღმოსნების გაუმჯობესებასა და III სერიის გამოშვებაზე მუშაობს. ეს აშშ–ს 2012–2013 წლის სამხედრო ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. წინასწარი ვარაუდით, უკვე არსებულ რაოდენობას, კიდევ 24 ერთეული დაემატება.

კომენტარი