სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ და რუსეთი ავღანეთში ვერტმფრენების მომსახურების ცენტრს ქმნიან

რუსეთი და აშშ ავღანეთში შექმნიან „მი“–ს სერიის ვერტმფრენების, ძირითადად მი-17ბე5–ის, მომსახურების ცენტრს. ადგილზე ასეთი ცენტრის შექმნის მიზეზი გახდა, ის, რომ სარემონტოდ ვერტმფრენების ევროპაში გადატანა, საკმაოდ ძვირი ჯდება.

„Рособоронэкспорт“–მა და აშშ–ს არმიის მეთაურობამ, 2011 წლის 26 მაისს გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს მრავალმიზნობრივი სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენები მი-17ბე5 გადაეცემა. რომელთა ღირებულება, ჯამში 367.5 მილიონ დოლარს შეადგენს. პირველი ვერტმფრენი 2011 წლის ოქტომბერში ჩავა დანიშნულების ადგილას. ხოლო 2012 წლის ბოლომდე ვერტმფრენების გადაცემა სრულიად დასრულდება.

ვერტმფრენების მომსახურების ცენტრის პარალელურად, შეიქმნება ფონდი, რომლის შევსებაზეც „ნატო“ იზრუნებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ, პირველი სამი მილიონი დოლარი გერმანიამ უკვე გადარიცხა.

ამ დროისათვის ავღანეთის სამხედრო საჰაერო ძალები მი-8, მი-17, და მი–35–ებს ფლობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100