სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთმა ინდოეთს 5 ავიაგამანადგურებელი გადასცა

რუსულმა თვითმფრინავმშენებელმა კორპორაციამ „МиГ“ ინდოეთის შეიარღებულ ძალებს ხუთი МиГ-29К/КУБ გადასცა. თვითმფრინავებთან ერთად ინდურმა მხარემ აუცილებელი საპროფილაქტიკო აღჭურვილობაც მიიღო. თვითმფრინავების გადაცემის თაობაზე კონტრაქტი 2010 წლის 12 მარტ გაფორმდა. 29 ერთეული МиГ-29К/КУБ–ის გადაცემის დოკუმენტს მაშინ მოეწერა ხელი, როდესაც რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ეს პროექტი ინდოეთს 1.5 მილიარდი დოლარი უჯდება. კონტრაქტის მიხედვით ინდოეთმა 29 МиГ-29К/КУБ–თან ერთად, ავიამზიდი „ადმირალი გორშკოვიც“ უნდა მიიღოს, რომელიც ამჟამად მოდერნიზებას რუსეთში გადის. ამ მომენტისთვის, ინდოეთის შეიარაღებაში, 80 ერთეული ასეთი თვითმფრინავია. ისინი გამოიყენება როგორც სამხედრო საჰაერო ძლაბეში, ასევე სამხედრო საზღვაო ძალებშიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100