ირანი და ჩრდილოეთ კორეა საიდუმლო ინფორმაციას ცვლიდნენ

ირანი და ჩრდილოეთ კორეა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდის ავლით, რეგულარულად ცვლიდნენ ინფორმაციას, რომელიც ბალესტიკური რაკეტების წარმოების ტექნოლოგიას შეიცავდა. ეს ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორანიზაციის სპეციალურ მოხსენებაშია წარმოდგენილი. მოხსნებაში ნათქვამია, რომ ინფორმაციის უკანონო გაცვლას მესამე ქვეყანა უწყობდა ხელს და ეს ქვეყანა, ჩინეთია.

აღსანიშნავია, რომ გაერომ 2010 წლის ნოემბერშიც გააკეთა მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ კორეაზე ეჭვი მიჰქონდა, რომ სირიას, მაიამის და ირანს, ასევე მესამე ქვეყნის დახმარებით აკრძალული ბირთვული იარაღის წარმოების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.

კომენტარი