გერმანელი სამხედროები bild-მა "ჩაუშვა"

გერმანულმა გაზეთმა “Bild” – მა საიდუმლო დოკუმენტი “Concept of Operations” გამოაქვეყნა, რომელიც გერმანული შეიარაღებული ძალების ლიბიის ტერიტორიაზე ოპერაციაში მონაწილეობას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, პროგრამა “EUFOR Libya” – ს მიზანი ლიბიის მოსახლეობისათვის უსაფრთხოების და თავდაცვის მიზნით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევაა. ამიტომ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მრჩევლების, სპეცრაზმის ნაწილების, ჩამოვარდნილი მფრინავების ევაკუაციის ჯგუფის, ასევე ავიადისპეჩერების გაგზავნა იგეგმება.

სამხედროებისათვის რისკის მაჩვენებელი შეფასებულია, როგორც “მაღალიდან კრიტიკულამდე”. დოკუმენტის თანახმად, გერმანელები ქვეყანაში, მისიის ფარგლებში, ოთხ თვეს დარჩებიან.ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო სამხედრო ძალების ზუსტი რიცხვი არ სახელდება.

თუმცა, მცირე ხნით ადრე, ნატოს წარმომადგენლებთან დაახლოებულმა სამხედრო სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ყველა ევროპული ძალა ოპერატიული დანიშნულების ერთ შემადგენლობაში გაერთიანდება, სახელწოდებით ЕС – EU-Battlegroup.

გაზეთის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, გერმანიაში, ლიბიის მოვლენებთან დაკავშირებული პოლემიკა კიდევ უფრო გაამძაფრა. ადგილობრივი პოლიტიკოსების ნაწილი ეჭვს გამოთქვამს ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ.

კომენტარი