სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდემდე რჩება პარლამენტი ქუთაისში?

პარლამენტი ქუთაისში საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დარჩება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელის თაობაზე უმრავლესობა კონსტიტუციურ ცვლილებებს კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის ბოლომდე არ დასვამს.

უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ, პარლამენტი აუცილებლად დაბრუნდება თბილისში.

უმცირესობაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში ქუთაისს, როგორც რეგიონული განვითარების ცენტრს, ფუნქცია ეკარგება და ისინი შეეცდებიან, რომ უმრავლესობამ ეს საკითხი ვერ გაიტანოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100