სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი: "ამაყად შევდივარ ჩვენ მიერ აშენებულ იუსტიციის შენობაში"

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, "ის ამაყად შედის მათ მიერ აშენებულ იუსტიციის შენობაში".
ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე მისულმა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"მინდა, გითხრათ, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ 92 000 ადამიანი საქართველოში უმუშევარი გახდა. ამ პროგრამის ფარგლებში, რაზეც ჩემი თხოვნით პროკურატურამ მომიწვია იმიტომ, რომ ჩვენი სოციალური აგენტები მასობრივად დაკითხეს და მე მათ ვუთხარი, რომ ამ რიგითი ადამიანებისთვის თავი დაენებებინათ და მე დავეკითხე. ისინი შევიდნენ 600 000 ოჯახში და აღწერეს. წარადგინეს ანკეტები და ხალხი არჩვენების შემდეგ ელოდებოდა, რომ სახელმწიფო მათზე იზრუნებდა. ქვეყანაში დასაქმებაზე არავინ ფიქრობს, არცერთი ახალი სამუშაო ადგილი არ შექმნილა. ერთადერთი, რაც გაკეთდა, საკუთარი ნათესავები, ახლობლები, ოჯახის წვერები მოაწყვეს თბილს და რბილ კაბინეტებში, რომლებიც ჩვენ თავის დროზე მოვაწყვეთ. ქართველ ხალზე არავინ ფიქრობს, ამიტომ მე ამაყად შევდივარ, ჩვენ მიერ აშენებულ იუსტიციის შენობაში. რა თქმა უნდა, იქ ჯერ კიდევ ბევრი ძველი კადრია და ისინი უხერხულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ძალიან ბევრია ასევე ახალი ხელისუფლების ნათესავვები, ახლობლები. მივმართავ ივანიშვილს, რომ ის დაპირება, რომელიც დადო, რომ ვანო მერაბიშვილს მესამედ მოიყვანდა, თუ ამით დააკმაყოფილებს უამრავ ადამიანს, მათ შორის, ქუთაისში, ამით დაუბალანსებს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც უკვე ცნობილია, კი, ბატონო, სიამოვნებით, არ დამეზარება, შევალ და დავათვალიერებ ჩვენ მიერ აშენებულ ამ მშვენიერ შენობებს, სადაც ახალი ხელისუფლების ნათესავები და ოჯახის წევრები არიან დასაქმებული", - განაცხადა დაკითხვაზე შესვლამდე ვანო მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარება "სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას" უკავშირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100