სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს დავით ბაქრაძესთან ერთად შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტთან დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრის შედეგად პროგრესს ელოდება იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით , რომელმაც "ყველა სხვა მიმართულებით გზა უნდა გახსნას".

როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან ერთად პრეზიდენტს დღეს საღამოს შეხვდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტთან და მის გუნდთან დიალოგისთვის მზად არის.
"ბოლო დღეებში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტი საჯარო გამოსვლებში პოზიტიური მოვლენები შეინიშნება. მას გარკვეული ინიციატივებიც ჰქონდა კონსტიტუციური ურთიერთობებისთვის და ჩვენ ყოველთვის დიალოგისთვის მზად ვართ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტისთვის ცნობილია თავად მათი პოზიციები, თუ რა თანმიმდევრობით უნდა იარონ და რა არის მმართველი გუნდისთვის სადღეისოდ მნიშვნელოვანი.
"ამ შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც აინტერესებთ პრეზიდენტს და მის გუნდს. ამასობაში ჩვენ ველით პროგრესს იმ ცენტრალურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს და, რომელმაც უნდა გახსნას გზა ყველა სხვა მიმართულებით", - დასძინა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100