სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტის სასახლეში პოლიცია პირდაპირი ჩართვის აპარატურას არ უშვებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ავრცელებს ინფრომაციას, რომლის თანახმად პოლიციას დაკავებული ჰყავს და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ უშვებს პირდაპირი ჩართვის აპარატურას.

როგორც უმცირესობის წევრი facebook- ის გვერდზე წერს, ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცდილობენ, იქნებ რომელიმე არხმა თავად გადასცეს სიგნალი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფეისბუქზე ინფორმაციას გოგა ხაჩიძეც ავრცელებს. "პოლიცია აცხადებს, რომ მათ ბრძანება აქვთ არ გამოუშვან პირდაპირი ჩართვის აპარატურა!" - წერს ხაჩიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100