სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილმა მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მან უკვე განხორციელებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ივანიშვილმა 2013 წლის ბიუჯეტზე, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების სისტემებში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები განიხილა. მისი თქმით, 2013 წლის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა. მისი დაგეგმვა სწორად მოხდა და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა' ახდენს მის ცრუ ტირაჟირებას.

ბიძინა ივანიშვილმა ელექტროენერგიის ტარიფის, საწვავის ფასისა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასების შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თებერვლიდან გაზის ფასი 10 პროცენტით გაიაფდება.

მან ასევე სადაზღვევო პაკეტებზე, საპენსიო ფონდის ზრდასა და სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებზე ისაუბრა.

ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა საგარეო პოლიტიკაზე. მან ერთ-ერთ მთვარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა დაასახელა, რომლისთავასაც, მისი თქმით, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

პრემიერმა საინვესტიციო გარემოზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინვესტიციების მოზიდვისთვის შეიქმნება სამი ფონდი: საქართველოს სუვერენული, ახალგაზრდული და კერძო საინვესტიციო ფონდები.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. პრემიერის გამოსვლის და ჟურნალისტების შეკითხვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას მნიშვნელობა არა ქვეყნისთვის, არამედ მათთვის აქვს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ამ შეთავაზებით ისინი უმცირესობას აიძულებენ საკუთარი აზრი დააფიქსირონ. მან ასევე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებითაც ისაუბრა, თუმცა ამჯერად კანდიდატურა არ დაასახელა.

მისი თქმით, ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტის პირობებში პრეზიდენტობის "ეტალონ" კანდიდატად ვახტანგ ხმალაძე ესახება, ირაკლი ალასანია კი, მისი აზრით, "ამ ეტალონს" ვერ ერგება.

ირაკლი ალასანიას საკითხი და უმრავლესობის განცხადება კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილების საკითხზე ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პრესკონფერენციაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100