სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიკაბიძეს აიძულებდნენ ახალაიასა და კალანდაძის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა

სენაკის მეორე ბრიგადის ყოფილი მეთაურის ადვოკატი გამოძიების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს, გოგიტა გაბაიძის განცხადებით მერაბ კიკაბიძისგან მოითხოვდნენ ჩვენებას თავდავცვის ყოფილი უფროსის ბაჩო ახალაიას და გაერთიანებული შტაბის ყოფილი მეთაურის გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ. 

სენაკის მე-2 ბრიგადის ყოფილი მეთაური მერაბ კიკაბიძე ადამაინის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამების ხელშეწყობაშია ბრალდებული, საქმე ეხება 2010 წლის 18 თებერვალს მომხდარ ეპიზოდს, როცა ეროვნული არმიის სამხედრო მოსამსახაურეები მთელი ღამე ჩაკეტეს აბაზანაში.

პროკურატურა კიკაბიძისთვის აღმკვეთ ღონისძებას გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მას საერთოდ არ შეუფარედა აღმკვეთ ღონისძიება. სასამრთლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა და კიკაბიძისთვის მოითხოვს 30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას.

პროკურატურამ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ადვოკატმა ზეწოლაზე ისაუბრა, ადვოკატის თქმით, კიკაბიძის საქმით თავდაცვის მინისტრი დაინტერესდა და დღეს მასთან შეხვედრას აპირებს.

,,კიკაბიძეს ვერცერთი ბრალდება ვერ დაუმტკიცეს, მე არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ დღეს უკვე იძულებული ვგარ განვაცხადო, რომ სმი დღე ატარეს კიკაბიძე აქ, მიდიოდა მასზე ზეწოლა და ჟარგონულ ენაზე ე.წ. ,,კაჩავი", რომ თუ არ ისცემდა ჩვენებას კალანდაძის და ახალაიას წინააღმდეგ მას ბრალს წარუდგენდნენ"-აცხადებს ადვოკატი გოგიტა გაბაიძე.

 

წყარო: newposts

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100