სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"Известия": "საქართველო რუსეთის მსო-ში გაწვერიანებასთან დაკავშირებით დათმობებზე უკვე წავიდა"

გაზეთ "Известия"-ს შეფასებით, "საქართველო რუსეთის მსო-ში გაწვერიანებასთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე უკვე წავიდა და ახლა ჯერი რუსეთზეა, თუმცა რამდენად არის მზად მოსკოვი უკან დახევისთვის, სხვა საკითხია".

როგორც რუსულ გამოცემასთან საუბრისას ეკონომინისტი ალექსეი პორტანსკი აღნიშნავს, "თბილისის მოთხოვნები თითქოს არ შეცვლილა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები აუცილებლად ჩავარდება, რადგან ქართული მხარის ტონში კომპრომისებისა და მანევრებისთვის მზადყოფნა იგრძნობა".

"ქართველები უკვე აღარ ითხოვენ, რომ საბაჟო პუნქტები აუცილებლად დაიკეტოს, არც იმას, რომ იქ აუცილებლად ქართველი ოფიცრები იდგნენ. რეალურად თბილისი იმასაც დასთანხმდება, რომ ტვირთი და ადამიანები რომელიმე მესამე ქვეყნის შუამავლებმა შეამოწმონ. თუ რუსეთი შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს ემბარგოს ლიკვიდაციის მიზნით, რაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გარეშეცაა შესაძლებელი, შესაძლოა, მოლაპარაკებებში წარმატებებიც იყოს", - თვლის პორტანსკი.

ამასთან, გამოცემა თავად მოლაპარაკებებისთვის შერჩეულ ადგილზე ამახვილებს ყურადღებას და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ მიზნით ქალაქ ბერნის შერჩევით რუსეთს კონსულტაციებისგან ზედმეტი ყურადღების აცილება სურდა.

"ფორმალურად, მოლაპარაკებები თითქოს არც არის, ვინაიდან ისინი არა ჟენევაში - მსო-ის შტაბ-ბინაში, არამედ ბერნში იმართება. სახეზეა სურვილი, მოლაპარაკებებმა განსაკუთრებული ყურადღება არ მიიპყროს. მსო-ის შტაბ-ბინის ფოიეში ტაბლოზე შეხვედრის დრო და ადგილი აისახება, რაც კონსულტაციებს ოფიციალურ სახეს აძლევს. სავარაუდოდ, სწორედ ამას გაექცა რუსეთი, როგორც მოლაპარაკებების ინიციატორი. მოსკოვს თბილისთან საუბრის სურვილი ალბათ, არ აქვს, თუმცა სხვა გამოსავალი არ რჩება: სწორედ ეს ქვეყანაა ბოლო სერიოზული დაბრკოლება მსო-ის გზაზე" - წერს "Известия".

იგი იხსენებს, რომ საქართველოსთან სირთულეები 2006 წელს დაიწყო, როდესაც ერთმანეთს საბედისწეროდ ორი მოვლენა დაემთხვა: ყველა ძირითად პარტიორთან მოლაპარაკებების პროცესების დასრულება და საქართველოს პროდუქტების სავაჭრო ბლოკადა. "ისე გამოვიდა, რომ პატარა საქართველო გადაულახავ ბარიერად იქცა. თბილისი ვაჭრობის აღდგენას ითხოვდა და დაჟინებით მოითხოვდა, რომ რუსეთს დაეხურა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე არსებული საბაჟო პუნქტები, რომელსაც ქართველები უკანონოდ თვლიდნენ და თვლიან. რუსეთი, თავის მხრივ, დაჟინებით აცხადებდა, რომ სასაზღვრო პუნქტების პრობლემა მსო-ის კომპეტენციაში არ შედის. შედეგად 2008 წლის გაზაფხულზე საქართველომ მოლაპარაკებები შეწყვიტა, აგვისტოს ომმა კი ისინი საერთოდ შეუძლებელი გახადა, თუმცა ახლა უკვე სხვა გამოსავალი აღარ არის", - წერს გამოცემა. პირველი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100