სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტის 3 საკანონმდებლო ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტი ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით წარსდგა.

ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვადასხვა უკანონო ქმედებების გათვალიწინებით სააკაშვილი შემდეგი სამი საკანონმდებლო ინიციატივით წარსდგა.

1. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადება. რაც პრეზიდენტის განმარტებით ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას შეუწყობს ხელს. „საქართველოს ეკონომიკაში არის საგანგაშო მდგომარეობა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.“-განაცხადა სააკაშვილმა

2. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ კანონპროექტის შემუშავება. პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება აუცილებლობას წარმოადგენს

3.  კანონპროექტი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიების შესახებ. რაც სააკაშვილის განცხადებით, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის პენსიის მიცემასა და სამხედრო პენსიების გაორმაგებას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100