ლეონიდ ივაშოვი: რუსეთში რევოლუცია გარდუვალია

ახლო აღმოსახლეთში მიმდინარე ძვრები სრულიად კანონზომიერია, თუმცა რუსეთში არსებული სიტუაცია გაცილებით უფრო რთულია და რევოლუცია აქ გარდუვალია, - აცხადებს რუსეთის გეოპოლიტიკური აკადემიის პრობლემების პრეზიდენტი ლეონიდ ივაშოვი. "ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ძვრები სრულიად კანონზომიერია. მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ არაბული სამყარო ჩამორჩება მსოფლიოს საერთო ტენდენციებს სოციალ-ეკონომიკური განვითარებისა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა არაბული სახელმწიფო თავ-თავიან ეკონომიკურ მოდელს იყენებს - საერთო სიტუაცია აქ მაინც კატასტროფულია. ოცდაათ და ორმოცწლიანი მმართველობა ერთი და იგივე ადამიანებისა ქმნის პირამიდას, რომლის სათავეშიც უახლოესი ნათესავები არიან, მათ ქვეშ შორეული ნათესავები, შემდეგ ნათესავების ნათესავები და ასე. კადაფს რვა ვაჟი ჰყავს და თითოეულ მათგანს თავისი ასეთი პირამიდა აქვს შექმნილი. თუკი ამ კლანში ვერ მოხვდი არავითარი პერსპექტივა არ გაქვს", - აცხადებს ივაშოვი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყოველივე ამისა, რუსეთში სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა და აქ რევოლუცია გარდუვალია. "რუსეთში სიტუაცია გაცილები უფრო მძიმეა და აქ რევოლუცია გარდუვალია. ეს იქნება მცდელობა ნაპოვნი იქნეს მომავალი და განვითარების კურსი, რომელიც რუსეთს ერთიან სახელმწიფოდ შეინარჩუნებს, ხოლო რუსებს და სხვა ძირძველ ხალხებს - როგორც ნაციონალურ-სოციალურ ერთობლიობას. დღევანდელი კურსისა და რეჟიმის პირობებში რუსეთს მომავალი არ აქვს. წინ ისახება კატასტროფა - ქვეყნის დაშლა და რუსული სამყაროს წასვლა ისტორიული არენიდან. ეს ობიექტური მონაცემების - როდესაც დღეს უყურებ სახელმწიფო სტატისტიკასაც კი თმები ყალყზე გიდგება. დაახლოებით ასი მილიონი რუსიდან, 23 მილიონი ლოთია, 6 მილიონი ნარკომანი, 6 მილიონი შიდსით დაავადებული და 4 მილიონი მეძავია. ჩვენ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს არაკეთძილსაიმედო ოჯახებისა - ათას ქორწინებაზე 640 განქორწინება მოდის. რევოლუციური მოთხოვნები უბრალოდ აუცილებელია, უბრალოდ, ღმერთმა ქნას, რომ ყოველივე მშვიდობიანი გზით მოგვარდეს", - აცხადებს ივაშოვი და დასძენს, რომ ის რაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ხდება არის საფუძველი იმისა, რომ რუსეთმა თავის დეგრადაციაზე ისაუბროს. "დიახ, მუბარაკი, კადაფი და დანარჩენები იპარავდნენ და თავიანთთვის სიმდიდრეს აგროვებდნენ, თუმცა ისეთი გლობალური დატაცება, როგორიც რუსეთშია არც ერთი სახელმწიფოს ისტორიაში არ ყოფილა. ორი ოლიგარქიული კლანი, პესურსების პრივატიზატორები და ჩინოვნიკები წოვენ ყველაფერს ხალხისგან და სახელმწიფოსგან. მოსახლეობის რეალურმა შემოსავალი გასული წლის იანვართან შედარებით 47 % შემცირდა. ნავთობი ძვირდება - ჩვენთან ბენზინი ძვირდება. ნავთობი იაფდება - ბენზინი მაიბც ძვირდება. ფასები პროდუქტებზე და ყველაფერ დანარჩენზე გამუდმებით იმატებს.
ხელისუფლების მქონე ჩინოვნიკთა ჯგუფს და დაახლოებულ ოლიგარქებს ძალიან კარგად ესმით, რომ რევოლუციის თავიდან აცილება ვერ მოხდება. ამიტომაც ისინი ცდილობენ გამოსწოვი ყველაფერი და თავიანთი ბიზნესი საზღვარგარეთის სტრუქტურებზე შეკრან. ამას კი იმისათვის აკეთებენ, რომ როდესაც მათთვის აქტივების წართმევას დაიწყებენ ნატოს დაუძახონ დასახმარებლად და დასაცავად. დღეს ევროპა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ლიბიის ნავთობზე. ისინი ხედავენ თუ ვინ გაიმარჯვებს და ამიტომაც უარს ამბობენ კადაფზე და ახალ ძალებს ეკეკლუცებიან. რუსეთს კი თავისი ახლოაღმოსავლეთის გეოპოლიტიკური პროქტი არ აქვს. ჩვენ ძალიან არათანმიმდევრულად ვიქცევით - ვაფორმებთ ისრაელთან სამხედრო ხელშეკრულებებს, შემოქვაქვს სანქციები ირანის წინააღმდეგ და ამით ვაღიზიანებთ ისლამურ სამყაროს. მედვედევი კადაფს სამხედრო დამნაშაცედ აცხადებს, იმისათვის, რომ მან თავის ხალხს ესროლა. ამავე დროს ელცინს, რომელმაც თავის ხალხსა და პარლამენტს ესროლა ძეგლებს უდგამენ. ასეთი ქმედება ამ ხელისუფლების მთელი ცინიკურობის მაჩვენებელია. რუსეთში გარჩევები აუცილებლად დაიწყება და სამწუხაროდ ისინი გაცილებით უფრო სასტიკი იქნება - რაც არ უნდა იყოს ქვეყანა ხომ მრავალეროვანია", - აცხადებს ლეონიდ ივაშოვი. "ჯი-ეიჩ-ენი"

კომენტარი