სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დაიბარეს ვერა ქობალია დაკითხვაზე?

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია .. მოდულის შენობაში "ქართუ ბანკის" გაკოტრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დაიკითხა, - ამის შესახებ ქობალიამ მოდულის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი დაკითხვა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. "დამკითხეს "ქართუ ბანკის" ქონებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, თუმცა, გამოძიება გრძელდება და კონკრეტული დეტალების გახმოვანებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ", - აღნიშნა ქობალიამ, რომელიც დაკითხვაზე ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად იმყოფებოდა.

ადვოკატის განცხადებით, დაკითხვის პროცესში ბევრი უაზრო შეკითხვა დაისვა და იყო ფსიქოლოგიური ზეწოლაც. ამასთან, გოგიტა გაბაიძემ აღნიშნა, რომ იგივე საქმესთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, ქობალია დაკითხვაზე კიდევ დაიბარონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100