ნაცმოძრაობა ივანიშვილის განცახდებას გამოეხმაურა

მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის, დარჩება თუ არა შემდგომ საპრეზიდენტო თუ თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია კონკურენტის გარეშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.


"მას უნდა, რომ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რეალური ოპოზიციის და კონკურენტის გარეშე დატოვოს ამჟამინდელი მმართველი ძალა, ანუ დააბრუნოს საქართველო ერთპარტიულ მმართველობაში. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი, თუმცა, რამდენად შეძლებს ის ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ მის სურვილზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია "ნაციონალურ მოძრაობაზეც" და რაც მთავარია ხალხზე", - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე პრემიერმა შემდეგი განცხადება გააკეთა: თუ ასე გაგრძელდა, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში ჩვენ სერიოზული კონკურენტი ვერ გვეყოლება - განაცხადა პრემიერმა

კომენტარი